კვირა, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე 12:38-ზე გადავა მორიელში
კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
ვერძი
დღეს ფიზიკური შრომა ან მსუბუქი სპორტი საშუალებას მოგცემთ დაივიწყოთ პრობლემები და აღიდგინოთ ძალა. გაატარეთ დრო ბავშვებთან ერთად.
კურო
ფიზიკური აქტივობა სარგებელს მოგიტანთ, თუ დაიცავთ ზომას. ყველა მნიშვნელოვანი საქმე სხვა დღეს გადაიტანეთ, დღეს დაისვენეთ.
ტყუპი
ეცადეთ იყოთ პოზიტიური და არ იფიქროთ ცუდზე. თქვენი პირადი ურთიერთობები ყურადღებას მოითხოვს, გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანთან ერთად, მოუმზადეთ რომანტიული სიურპრიზი.
კირჩხიბი
წარმატებული იქნება ის, რაც კრეატიულობასა და ფანტაზიას მოითხოვს. კარგია ბავშვთან ერთად ქალაქგარეთ გასეირნება. არსებობს შესაძლებლობა იყიდოთ სასარგებლო ან ღირებული ნივთი.
ლომი
სასიცოცხლო ენერგიის მარაგი საშუალებას მოგცემთ შეასრულოთ საოჯახო ვალდებულებები და დაიტოვოთ დრო სასიამოვნო გატარებისთვის.
ქალწული
ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და მოლაპარაკება სხვა დღით გადადეთ, დღეს გაგიჭირდებათ სამუშაოზე კონცენტრირება. დაუთმეთ დღე აქტიურ დასვენებას, ბავშვებთან თამაში.
სასწორი
დღეს შეძლებთ თავი დააღწიოთ მოსაწყენ ან უსიამოვნო საქმეს და აკეთონ ის, რაც გიყვართ დაისვენეთ, წადით მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად თეატრში ან მუზეუმში.
მორიელი
მოგინდებათ საკუთარი ნიჭისა თუ უნარების სხვებისთვის დემონსტრირება. უმჯობესია ამის გაკეთება იმ ადამიანების თანდასწრებით, რომლებსაც ენდობით - მეგობრებთან ან კოლეგებთან.
მშვილდოსანი
აზარტული განწყობა და ენერგიის ამაღლებული დონე მიმართეთ სპორტის, ბიზნესის პოპულარიზაციის ან მოგზაურობის სფეროში. იზრუნეთ პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.
თხის რქა
იპოვეთ თქვენთვის კომფორტული სიტუაცია და მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. გახსოვდეთ, ემოციური გადატვირთვა ზიანს აყენებს ჯანმრთელობას.
მერწყული
უარყოფითმა შენიშვნებმა შეიძლება შეამციროს თქვენი თვითშეფასება. განიცდით სიყვარულის ნაკლებობას ან მხარდაჭერის ნაკლებობას საყვარელი ადამიანების მხრიდან, მაგრამ ეს არ არის დეპრესიის მიზეზი.
თევზები
დაუთმეთ დილა რუტინას. საღამოს მოაწყვეთ მეგობრების ან თანამოაზრეების შეხვედრა, რომლებიც მხარს უჭერენ თქვენს შეხედულებებს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.