ავტორი:

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 ივლისი პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მერწყულშია

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, დაწყებული პროექტების დასასრულებლად. აგრეთვე, მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად; ქორწინებისა და ნიშნობისთვის. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.

ვერძი: ნუ განაწყენდებით მათზე, ვინც შეცდომებზე მიგითითებთ; მათ თქვენთვის კარგი უნდათ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან, ერთად და მშვიდად მოაგვარეთ რთული საკითხები.

კურო: კამათის დროს ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები. დროა დაიწყოთ მავნე ჩვევებთან ბრძოლა. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით, თუ შინ საყვარელი ადამიანები გელოდებიან.

ტყუპი: შეიძლება უცხოებთან უფრო იოლად გამონახოთ საერთო ენა, ვიდრე ახლობლებთან. მეტი დრო დაუთმეთ რთული, ფინანსური საკითხების მოგვარებას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი: ხანდახან საკუთარი ამბიციები უნდა დაივიწყოთ და მეტად იზრუნოთ ახლობლებზე. განსაკუთრებით, თუ ისინი თქვენზე არიან დამოკიდებულები. საღამო სიურპრიზები გელოდებათ.

ლომი: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კონკურენტებთან. ერთად შეიძლება უკეთესს შედეგს მიაღწიოთ. დაიცავით ზომიერება ყველაფერში, არ გადაიღალოთ. საღამო სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ.

ქალწული: საქმეები ისე მოაგვარეთ, რომ კოლეგების აღფრთოვანება დაიმსახუროთ. არ გირჩევთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას და რეპუტაციის შელახვას. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ.

სასწორი: მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოსაგვარებას. სამსახურში მოერიდეთ ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. საღამო სასიამოვნო ადამიანების გვერდით, ჰარმონიულ გარემოში გაატარეთ.

მორიელი: სერიოზულობა და დაკვირვებულობა გმართებთ მუშაობის და საქმიანი შეხვედრების დროს. თუ ერთდროულად ყველაფერს ვერ მიიღებთ ნუ განაწყენდებით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი: მხოლოდ ის საქმეები შეასრულეთ, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. ახალი პროექტების განხორციელება მომავლისთვის, უკეთესი დროისთვის გადადეთ.

თხის რქა: ნუ გგონიათ, რომ გარშემო მყოფებიც თქვენნაირი მეგობრულები და სხვების დახმარებისთვის მზად არიან. დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. საღამო ოჯახის წევრების გვერდით გაატარეთ.

მერწყული: ნუ ეცდებით იმის გამოსწორებას, რაც თქვენზე არაა დამოკიდებული. არ ჩაერიოთ სხვის საქმეებში და არც ზედმეტი ვალდებულება აიღოთ საკუთარ თავზე. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას.

თევზები: დღეს გართობა უნდა დაივიწყოთ და მეტი დრო დაუთმოთ ვალდებულებების შესრულებას. აკურატულობა და დაკვირვებულობა გმართებთ ჩვეული საქმეების შესრულების დროსაც კი.