კურო
პატარ-პატარა სიურპრიზები და სიხარულები, რასაც სხვებს გაუკეთებთ, თქვენც მოგანიჭებთ ბედნიერებას.
ტყუპი
რაც არ უნდა მოხდეს, არავის მისცეთ იმის უფლება რომ შეგაწუხონ.
კირჩხიბი
დღეს ყველას დასჭირდება თქვენი დახმარება. ეცადეთ, არავინ "დაგკარგოთ".
ლომი
ყველაფრის გადამოწმება რომ გიყვართ ეს კარგი თვისებაა, მაგრამ ეცადეთ ისწავლოთ ადამიანების ნდობა.
ქალწული
სიკეთის კეთება ყოველთვის კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. ეს დღე ამითაა გამორჩეული.
სასწორი
საკუთარ საქმეებში, სურვილებსა და მოთხოვნებში ჯერ თავად გაერკვიეთ, რომ მერე გარშემო მყოფებიც გაარკვიოთ.
მორიელი
ყველაზე რთულ საქმეებს მარტივად მოაგვარებთ, მარტივის მოგვარებას კი შეიძლება მთელი დღე მოანდომოთ.
მშვილდოსანი
კარგი იქნება თუ დღის რაღაც მონაკვეთს განმარტოებით, საყვარელი ადამიანების გარეშე გაატარებთ. დაფიქრდებით განვლილ დღეებზე და დაგეგმავთ მომავალს.
თხის რქა
ჩამოწერეთ დღის ყველა მნიშვნელოვანი საქმე. ამასთანავე, ყურადღებით იყავით, არსად არაფერი დაგრჩეთ.
მერწყული
თუ ყველაფერს იუმორის თვალით შეხედავთ, არც ისე რთულად მოგეჩვენებათ საქმე. ამასთანავე, დროებითი უსიამოვნების გამო ახლობლებთან ურთიერთობას ნუ გაიფუჭებთ.
თევზები
საკუთარ პრობლემებზე ისეთ ადამიანებს ესაუბრეთ, ვინც დაგეხმარებათ და გაჭირვებაში არ მიგატოვებთ.