ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე კუროშია
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად; ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისთვის. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება.
ვერძი
მოერიდეთ ნებისმიერ ფინანსურ ტრანზაქციას; ფული დაიხარჯება, მაგრამ ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს. და ასევე არ გასესხოთ ფული, დაბრუნების იმედი ნუ გექნებათ. უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ დაწყებული საქმეების დასრულებას.
კურო
ხელსაყრელი დღეა პროფესიული უნარ-ჩვევების გამოსაჩენად; ზემდგომებთან თქვენი საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ. არ შეგეშინდეთ რთული ამოცანების შესრულება, წარმატებას მიაღწევთ! და ასევე იღბალი გაუღიმებს მას, ვინც იწყებს ვარჯიშს ან აბარებს გამოცდებს.
ტყუპი
დღეს მიდრეკილნი იქნებით ავანტიურიზმისა და რომანტიკული თავგადასავლებისკენ. გელოდებათ საინტერესო შეხვედრები და არც ერთი ნახვით შეყვარებაა გამორიცხული. მაგრამ ეცადეთ, არ დაკარგოთ რეალობის შეგრძნება.
კირჩხიბი
დღეს საეჭვო და უნდობელი იქნებით. შესაძლებელია ეჭვიანობის აფეთქებები. მაგრამ ნუ იჩქარებთ სხვების არაგულწრფელობაში დადანაშაულებას, დააკვირდით სიტუაციას - შესაძლოა, გარშემო მყოფების უცნაურ საქციელს მალე მოუძებოთ ლოგიკური ახსნა.
ლომი
მოერიდეთ არაკეთილსინდისიერ და შურიან ადამიანებთან კომუნიკაციას. შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდნენ კონკურენტები. სიმშვიდე და გააზრებულობა დაგეხმარებათ პოზიციის შენარჩუნებაში, თუ ემოციებს გააკონტროლებთ, გამარჯვებულის პოზიციაში დარჩებით.
ქალწული
დღეს საიდუმლოებებისა და გამოცანების წინაშე აღმოჩნდებით. თუ ფაქტებზე წვდომა არ გაქვთ, ინტუიციაზე დაყრდნობით უნდა იმოქმედოთ. გადახედეთ მიმდინარე საქმეებს, ვალდებულებებს. ზოგიერთი საჭიროებს გადაკეთებას, დასრულებას.
სასწორი
არ გამოტოვოთ წარმატებულობის მიღწევის შესაძლებლობა. თავისუფლად აიღეთ ურთულესი ამოცანები, მოახდინეთ პროფესიონალიზმის მაქსიმალური მობილიზება, შესთავაზეთ კოლეგებს კრეატიული იდეები. ხელისუფლება დააფასებს თქვენს ინიციატივას, რაც მომავალში ნამდვილად დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში.
მორიელი
ეცადეთ არ ჩაერიოთ სხვის საქმეებში, არ მისცეთ არასასურველი რჩევები და არბიტრის როლი არ შეასრულოთ კამათში. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალ მტრებს გაიჩენთ. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი საქმეების მოგვარებას, საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვას.
მშვილდოსანი
შესანიშნავი დღეა რომანტიკული პაემნისთვის, მეგობრებთან და ნათესავებთან შეხვედრებისთვის. დაისვენეთ საზრუნავისა და პრობლემებისგან; გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად. არ ჭამოთ მავნე საკვები და არ მიიღოთ ალკოჰოლი.
თხის რქა
დროა გარშემო მყოფებს დაანახვოთ თქვენი საუკეთესო მხარე. ენერგიითა და კრეატიული იდეებით სავსე ხართ, ამიტომ არ გამოტოვოთ მათი დემონსტრირების შანსი! თქვენ გაქვთ საკმარისი ძალა, ცოდნა და გამოცდილება, რომ ბრწყინვალედ გაართვათ თავი დასახულ ამოცანებს.
მერწყული
არახელსაყრელი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად და რთული პრობლემების გადასაჭრელად. უმჯობესია, დღეს მიმდინარე, რუტინული საქმეებით დაკავდეთ, რაშიც წარმატებაში ეჭვი არ გეპარებათ. და ასევე არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები.
თევზები
ნუ იდარდებთ წვრილმან პრობლემებზე, რომლებიც ამ დღეს წარმოიქმნება - ისინი თავად მოგვარდება; ყურადღება უნდა მიაქციოთ უფრო დიდ ამოცანებს, დაასრულოთ დაწყებული საქმეები. უმჯობესია, დღეს და ხვალ დაიტვირთოთ ვალდებულებებით, შაბათ-კვირა გამოითავისუფლოთ და თქვენი სურვილისამებრ გაატაროთ.