პარასკევი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:00-ზე, მთვარე 21:43-დან სასწორში იქნება
ახალმთვარეობა დადგება 5:40-ზე
კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
ვერძი
ფინანსური ხარჯები დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ჯობია საერთოდ არ დახარჯოთ ფული, რადგან დიდია იმის შანსი, რომ შენაძენმა იმედი გაგიცრუოთ. იმუშავეთ გუნდურად, ერთად განიხილეთ გადაწყვეტილებები, გაუზიარეთ საინტერესო იდეები. ნუ იჩქარებთ მოქმედებას, უმჯობესია ყველაფერი კარგად გათვალოთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ.
კურო
სხვისი რჩევა არ გამოგადგებათ, სჯობს თქვენს გამოცდილებას დაეყრდნოთ და ინტუიციას მოუსმინოთ. თქვენს გარემოცვაში შეიძლება იყვნენ არაკეთილსინდისიერები, ამიტომ შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია და არ გაამჟღავნოთ თქვენი გეგმები.
ტყუპი
შესაძლოა, დღეს შემოგთავაზონ საინტერესო სამუშაო, რომელიც არამარტო დამატებით შემოსავალს მოგიტანთ, არამედ ბევრ სასიამოვნო მომენტსაც. გაუზიარეთ თქვენი გეგმები და უჩვეულო იდეები გავლენიან ადამიანებს.
კირჩხიბი
ემოციური დონე ამაღლებულია და გრძნობებთან გამკლავება გაგიჭირდებათ. შესაძლოა, საკუთარი თავის შეკავება ვერ შეძლოთ და ახლობლებთან პრეტენზია გამოთქვათ, ამან კი შეიძლება გამოიწვიოს დიდი ჩხუბი, მაგრამ ამავე დროს ეს დაგეხმარებათ ურთიერთობის გარკვევაში და თქვენ შორის დაძაბულობის მოხსნაში.
ლომი
თქვენი აქტიურობა და მონდომება სამსახურში დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში, მაგრამ ნუ გადალახავთ საზღვრებს, იყავით თავაზიანი და თავშეკავებული კოლეგებთან. უარს ნუ ეტყვით დახმარებაზე მათ, ვინც ამას ითხოვს. ემოციური აფეთქების დროს შეგიძლიათ დიდი თანხის დახარჯვა, ამიტომ უფრო ეკონომიური უნდა იყოთ.
ქალწული
ახლობლებთან ურთიერთობები შეიძლება დაგეძაბოთ, თუ ემოციებს ვერ გააკონტროლებთ. ასევე გაფრთხილებთ, რომ სწრაფად და დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება არასწორი იყოს. იყავით თავშეკავებული იმ ადამიანებთან საუბარში, რომლებსაც კარგად არ იცნობთ.
სასწორი
დღე შესაფერისია რთულ და უსიამოვნო საკითხებზე დასაფიქრებლად. ახლობლები და კოლეგები დაგეხმარებიან, ამიტომ არ მოგერიდოთ სირთულეებზე ან პრობლემებზე საუბარი. წარსული ტკივილი ან ურთიერთობები შეიძლება დაბრუნდეს თქვენს ცხოვრებაში. ნუ მისცემთ ნეგატივს უფლებას წინსვლაში შეგაჩეროთ.
მორიელი
მოგინდებათ მრავალფეროვნება თქვენს სამუშაოში, საინტერესო პროექტებსა თუ დავალებებში. ინიციატივა, რომელსაც დღეს გამოიჩენთ, დაგეხმარება კარიერულ წინსვლაში და გავლენიან პირებზე შთაბეჭდილების მოხდენაში. შესაძლოა, მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამ, გირჩევთ, საბოლოო პასუხის გაცემამდე კარგად დაფიქრდეთ.
მშვილდოსანი
იყავით ყურადღებიანი იმ ინფორმაციის მიმართ, რომელსაც დღეს მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს არასწორი, არასრული, ან ვინმე შეგნებულად ცდილობდეს თქვენს შეცდომაში შეყვანას. აქტიური, ნაყოფიერი საქმიანობა წარმატებულ შესაძლებლობებს მოგიტანთ. მეგობრებს შეუძლიათ კარგი აზრი მოგაწოდონ, მოუსმინონ მათ.
თხის რქა
გირჩევთ მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ. არ სთხოვოთ ვინმეს დახმარება. მაინც არ მოგეწონებათ სხვისი მუშაობის შედეგი. ახალი პროექტი მოითხოვს დიდ ძალისხმევას და რესურსებს, რომლებისთვისაც დღევანდელი დღე არ არის ხელსაყრელი.
მერწყული
დღე საინტერესო და ნაყოფიერი იქნება. ნუ იჯდებით სახლში, შეხვდით მეტ ადამიანს, ეწვიეთ ახალ ადგილებს. შეიძლება იპოვოთ პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე. ფიზიკური აქტივობისას გამოიჩინეთ სიფრთხილე ტრავმის თავიდან ასაცილებლად.
თევზები
სანამ ახალ ბიზნესშემოთავაზებას მიიღებთ, დარწმუნდით, რომ გესმით გარიგების ყველა ასპექტი, რათა მომავალში არ გქონდეთ რაიმე მოულოდნელი უსიამოვნო სიურპრიზები. იყავით დაკვირვებული, შეეცადეთ არ ჩაერიოთ იმაში, რაც თქვენ არ გეხებათ. ახალგაცნობილებთან სიფრთხილე გმართებთ.