კურო
ყურადღებით მოუსმინეთ პარტნიორებს. კარგი დღეა რჩევის, მინიშნების მისაღებად. მგზავრობისა და ძველ ნაცნობებთან კონტაქტის აღსადგენად. შეიძლება მიუბრუნდეთ ძველ საქმეს, ჰობის, დაასრულოთ ან განავითაროთ ისინი. თუ გადაწყვეტილი გაქვთ, პარტნიორს ისე დაშორდით, რომ კარგ ნაცნობებად მაინც დარჩეთ.
ტყუპი
მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. დაკავდით მნიშვნელოვანი საქმეებით და ტყუილად ნუ მოცდებით. კარგი დღეა ვარჯიშისითვის, დიეტისა და განტვირთვის დღისთვის. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას.
კირჩხიბი
გარშემო მყოფები თქვენს რჩევასა და მხარდაჭერას საჭიროებენ. მოთმინებით აღიჭურვეთ და შეძლებისადაგვარად დაეხმარეთ მათ. გათავისუფლდით მავნე თვისებებისგან, დაიწყეთ დიეტა, ვარჯიში.
ლომი
კარგი დღეა შეცდომებების გამოსასწორებლად; პრობლემების მოსაგვარებლად. ახალს ნურაფერს წამოიწყებთ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად.
ქალწული
შეიძლება ზოგიერთ საქმეზე უარის თქმამ მოგიწიოთ. ეცადეთ, არსად დააგვიანოთ, გაუფრთხილდით ტექნიკას. კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად; მიმოწერისთვის.
სასწორი
ახალი იდეები ახლობლებთან ერთად განიხილეთ. დაფიქრდით, რისი კეთება, მიღწევა გსურთ და იმოქმედეთ. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოსალოდნელი, მაგრამ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. კარგი დღეა ძველი ურთიერთობების აღსადგენად.
მორიელი
მნიშვნელოვანი დღეა. შეხვდით და გაესაუბრეთ პროფესიონალებს. პარტნიორებთან ერთად განიხილეთ სამომავლო გეგმები. კარგი დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებისთვის. მიუბრუნდით დაწყებულ, მიტოვებულ პროექტებს.
მშვილდოსანი
კარგი დღეა თავგადასავლებისა და მგზავრობისთვის, შეხვედრებისა და ურთიერთობისთვის. დღეს ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს. ამიტომ, ნუ მოგერიდებათ კითხვების დასმა.
თხის რქა
მოერიდეთ ზედმეტი სამუშაოს აღებას, არ გადაიღალოთ. საკუთარი საქმეც საკმარისად გაქვთ. ამიტომ, ჯერ პირადს მიხედეთ. კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად. საღამო საოჯახო საქმეებს დაუთმეთ. გათავისუფლდით ძველი ნივთებისგან.
მერწყული
კარგი დღეა თათბირისა და კონსულტაციისთვის. წარმატებული იქნება მგზავრობა. შეიძლება გარშემო მყოფთა საკეთილდღეოდ საკუთარ გეგმებზე უარის თქმამ მოგიწიოთ. კარგი დღეა ძველ ნივთებთან, მომაბეზრებელ ადამიანებთან გამოსამშვიდობებლად.
თევზები
ერთი საქმიდან მეორეზე ნუ გადაერთვებით. ჯერ მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვარეთ. ნუ გადაიღლებით. მეტად დაისვენეთ. შეეხმიანეთ ძველ მეგობრებს.