სამშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 22:40-ზე, მთვარე ვერძშია
ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
ვერძი: ყველაზე რთულ და ჩახლართულ სიტუაციებსაც კი იოლად გაუმკლავდებით. ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. არ გირჩევთ აგრესიულობას, საჭესთან - სიჩქარის გადამეტებას.
კურო: ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და დაგროვილ საქმეებთან გამკლავება არ გაგიჭირდებათ. სამსახურში ცოტა თავისუფლება და არაფორმალურობა კარგიც იქნება. იყავით ღიმილიანი.
ტყუპი: შეხვედრების და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის დღეა. მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, საბუთს, რაც საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ახალი საქმეები დღეს არ დაიწყოთ.
კირჩხიბი: მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. შეამცირეთ კონტაქტი თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან. გამოიძინეთ.
ლომი: კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას, ხელშეკრულებების გაფორმებას. საღამო სასიამოვნო გარემოში, ახლობლებთან ერთად გაატარეთ.
ქალწული: დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმენით, რაც უფრო ენერგიული იქნებით, მით უკეთ შეასრულებთ საქმეებს. შეიძლება კოლეგების ვალდებულებები თქვენი მოსაგვარებელი გახდეს.
სასწორი: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება თანამოაზრეებთან, ვისთან ერთადაც გიწევთ მუშაობა. საქმიანი შეხვედრისას იყავით ღიმილიანი. მეტი ყურადღება გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ.
მორიელი: სახლისა და სამსახურის საქმეები ისე უნდა გადაანაწილოთ, რომ არც ერთს არ მოაკლოთ ყურადღება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, მათთან შეთანხმებულად იმუშავეთ.
მშვილდოსანი: დღეს დაკვირვებული უნდა იყოთ, რომ სიჩქარეში და საქმეების სიმრავლეში არაფერი გამოგრჩეთ ან დაკარგოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.
თხის რქა: დაასრულეთ დაწყებული საქმეები. შეიძლება გადაწყვიტოთ საქმიანობის, სამსახურის შეცვლა. დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.
მერწყული: ნუ დაძაბავთ ურთიერთობას პარტნიორებთან, იყავით მომართული დიპლომატიურობაზე, გაინაწილეთ პასუხისმგებლობა და შეთანხმებულად იმოქმედეთ.
თევზები: გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მიიღებთ ფულს ადრე შესრულებული საქმისთვის. კარგი იქნება, თუ გაიუმჯობესებთ დასვენებისა და ძილის რეჟიმს.