ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 05:21-ზე; ახალმთვარეობა დადგება 13:38-ზე, მთვარე ლომშია
ახალმთვარეობამდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის; სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. სასარგებლოა მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშები. არ გადატვირთოთ კუჭი, მოერიდეთ ხორცეულს. უარი თქვით სმასა და სიგარეტზე. მოერიდეთ გულის გადაღლას, აკონტროლეთ წნევა. მეტად დაისვენეთ. საღამოს ჩამოწერეთ სამომავლო მიზნებისა და საქმეების სია.
ვერძი
ენერგიის მაღალი დონე დაგეხმარებათ დღევანდელი დღის მრავალი მიზნის მიღწევაში. არ შეგეშინდეთ რთული ვალდებულებების აღება. ჩაერთეთ ფინანსური საკითხების განხილვაში: შესაძლოა მოგივიდეთ საინტერესო იდეები იმის შესახებ, თუ როგორ გამოიმუშავოთ მეტი ან როგორ დახარჯოთ ფული უფრო ეფექტურად.
კურო
დღეს მეტი ყურადღება მიაქციეთ იმ საკითხებს, რომლებიც მომავალში სარგებელს მოგიტანთ, დაგეხმარებათ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში. ურთიერთობაში იყავით თავაზიანი, ნუ ჩაერთვებით დაპირისპირებაში ან ცხარე კამათში. ეს კარგი განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ტყუპი
ის საკითხები, რომელთა გადაჭრაც დღეს მოგიწევთ, თქვენგან დიდ ემოციურ ხარჯებს და ნერვულ დაძაბულობას მოითხოვს. ნუ შეგეშინდებათ საყვარელი ადამიანების ან კოლეგებისთვის დახმარების თხოვნა: ერთობლივი მუშაობა ყველა პრობლემას სწრაფად და ეფექტურად მოაგვარებს.
კირჩხიბი
კარგი დღეა ახალი საინტერესო პროექტის დასაწყებად. შეგეძლებათ სწრაფად ნავიგაცია და გარკვევა, თუ როგორ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს და სარგებელს. მოგიწევთ აქტიურად დაეხმაროთ ახლობელს, მისცეთ რჩევა ან მონაწილეობა მიიღოთ მისი პრობლემების მოგვარებაში.
ლომი
თუ თქვენ გაქვთ თამამი გეგმები ან საინტერესო ინოვაციური პროექტები, შესანიშნავი დღეა მათ განსახილველად. შეიძლება გაგიჭირდეთ ემოციების გამოხატვა და საყვარელი ადამიანებისგან მხარდაჭერის მიღება. პირად ურთიერთობებში იყავით ნაზი, ნუ მოითხოვთ, რომ თქვენი თვალსაზრისი ყველამ გაიზიაროს.
ქალწული
თქვენი აქტიურობა სამუშაო საკითხებში და საინტერესო ინიციატივები შეიძლება შეამჩნიოს მენეჯმენტმა. შეგიძლიათ კოლეგების დახმარებისა და მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, ნაყოფიერი იქნება გუნდური მუშაობა. შეიძლება მოგიწიოთ გეგმების შეცვლამ და უფრო მნიშვნელოვანი და მოულოდნელი რამის გაკეთებამ.
სასწორი
დღეს დაგეგმილ ყველა საკითხს ვერ მოაგვარებთ. წარმოიქმნება მოულოდნელი დაბრკოლებები და დაგვიანებები, ამიტომ ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეები ხვალისთვის გადადეთ და დღეს იმუშავეთ ნელა, თქვენთვის კომფორტული ტემპით. ასე მეტის გაკეთებას და საღამომდე ენერგიის დაზოგვას შეძლებთ.
მორიელი
იმისათვის, რომ თქვენი იდეები განხორციელდეს, შეადგინეთ მკაფიო ნაბიჯ-ნაბიჯ გათვლილი გეგმა და შეეცადეთ ვიზუალურად წარმოიდგინოთ სასურველი შედეგი. დღეს პრიორიტეტი მიანიჭეთ იმ საქმიანობას, რომელიც მოგწონთ და გსიამოვნებთ. უმჯობესია მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე მეგობრების ან ახლობლების გარემოცვაში.
მშვილდოსანი
მოგიწევთ უამრავი პრობლემის გადაჭრა, მუდმივად წარმოქმნილი დაბრკოლებების გადალახვა. გარემოებები შეიძლება თქვენთვის ყველაზე მოულოდნელად აღმოჩნდეს. შესაძლებელია საინტერესო ადამიანთან მნიშვნელოვანი შეხვედრა, თქვენთვის საინტერესო საკითხებზე მსჯელობა.
თხის რქა
დღე შესაფერისია ძველი პროექტების დასასრულებლად და წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. არ გირჩევთ ახლის დაწყებას, უმჯობესია, ხვალიდან გააქტიურდეთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა და ერთობლივი გეგმების განხილვა გაგახარებთ და ოპტიმიზმით აგავსებთ.
მერწყული
გადაჭარბებული ეჭვიანობის გამო ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობა შეიძლება იყოს რთული და სტრესული. მათთან გულწრფელი საუბარი გააუმჯობესებს სიტუაციას და თქვენს ურთიერთობას. დღე ასევე შესაფერისია სახლის დალაგებისთვის, ნივთების მოსაწესრიგებლად; სამომავლო მიზნების შესადგენად.
თევზები
დილა დაწყებული საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. კარგი იქნება ძველი ნივთებისგან გათავისუფლება. საღამოს ჩამოწერეთ სამომავლო მიზნებისა და სურვილების გეგმა. საქმეების მოგვარებისას უნდა გამოიჩინოთ ფანტაზია და კრეატიულობა. ახალი საქმიანი წინადადებები მოითხოვს ყურადღებით დაფიქრებას და შესწავლას.