16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ბიზნესის გაფართოების, ახალი საქმიანობის დაწყების შანსი მოგეცემათ, არ გაუშვათ ხელიდან. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად რომანტიკული უნდა იყოთ. საღამოს შეეხმიანეთ ნათესავებს, დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

ტყუპი

ყურადღება გმართებთ დღევანდელი ვალდებულებების მიმართ, არ დაუშვათ შეცდომები. საქმეების გამო საყვარელ ადამიანთან რომანტიკული პაემანი არ გადადოთ. გაიძლიერეთ იმუნიტეტი. ნუ მიიღებთ რთულად გადასამუშავებელ საკვებს.

კირჩხიბი

აუჩქარებლად და დაკვირვებულად იმოქმედეთ და ყველა ვალდებულებას იდეალურად გაუმკლავდებით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური შეკრება. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

ლომი

ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. რჩევა სპეციალისტებს ჰკითხეთ. მოერიდეთ ახალგაცნობილებთან გულის გადაშლას, საიდუმლოებების გამხელას. საღამო შინ გაატარეთ, გაანებივრეთ ოჯახის წევრები მზრუნველობით, გემრიელობებით.

ქალწული

გააქტიურდით სასურველის მისაღწევად, საქმეების გასაუმჯობესებლად. დაგირეგულირდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, თუ, რა თქმა უნდა, თავად მოისურვებთ. ძილის წინ მიირთვით სამკურნალო ბალახების (გვირილა, პიტნა) ჩაი.

სასწორი

კარგი დღეა ახალი საქმიანობისთვის. არ დაარღვიოთ კანონი. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. მოერიდეთ სპირტიანი სასმელების სმას, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.

მორიელი

კარგი დღეა ახალი იდეების განსახორციელებლად. მოაგვარეთ სხვადასხვა საკითხი (ფინანსური, იურიდიული) . სამსახურის საქმების გამო ნუ დაივიწყებთ საყვარელ ადამიანს. მეტი მზრუნველობა გმართებთ მის მიმართ. ზოგიერთს ნათესავების ვიზიტი ელის.

მშვილდოსანი

სამსახურში მეტად უნდა გააქტიურდეთ. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე პროექტები. კარგი დღეა ახალი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. საყვარელი ადამიანი მეტად შეაქეთ, კომპლიმენტებით გაანებივრეთ.

თხის რქა

მოთმინებით აღიჭურვეთ, ყველაფერი თქვენ სასარგებლო მოგვარდება. მთავარია, უარყოფითი ემოციები არ გამოხატოთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების, ნათესავების მიმართ. საყვარელ ადამიანთან მშვიდად განიხილეთ უსიამოვნებები.

მერწყული

თუ დროს გართობაზე არ დაკარგავთ, ყველა საქმეს და ვალდებულებას იდეალურად გაართმევთ თავს. მოერიდეთ ცხიმიანი საკვების ჭამს. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა. მეტი მზრუნველობა გმართეთ საყვარელი ადამიანის მიმართ. საღამოს წაიკითხეთ პროფესიონალური ლიტერატურა.

თევზები

თუ საკითხი რთულად შესასრულებელი გეჩვენათ, რჩევა ჰკითხეთ სპეციალისტებს. საყვარელ ადამიანთან ყველა საჭირბოროტო საკითხი მშვიდად განიხილეთ. ძილის წინ კარგია მედიტაცია, კონტრასტული შხაპის მიღება.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით