16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო

ახალ თანამოაზრეებს გაიჩენთ. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენებთან შეიძლება რომანი დაიწყოთ. დაქორწინებულებმა შეინარჩუნეთ ემოციური ჰარმონიულობა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან.

ტყუპი

საქმეების გამო გვიანობამდე ვერ მოისვენებთ. მეტი დრო დაუთმეთ კოლეგებთან ახალი იდეების განხილვას, ურთიერთობის გააუმჯობესებას მუდმივ კლიენტებთან.

კირჩხიბი

სტაბილურობა შეინარჩუნეთ ურთიერთობაში, საქმეებში. გაიუმჯობესებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებში. არ იზარმაცოთ, თუ წარმატების მიღწევა გსურთ.

ლომი

მოაწესრიგეთ პირადი სივრცე სამსახურში, ოთახი - ბინაში. მეტი დრო დაუთმეთ იმ საქმეებს, რომლებიც წინსვლის საშუალებას მოგცემთ. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი სამსახურში, ოჯახში.

ქალწული

გაიხსენეთ ძველი ტრადიციები და წესები. მოერიდეთ აზარტსა და დაუფიქრებელ რისკებს. მუშაობისას იყავით თანმიმდევრული. საყვარელ ადამიანს უთხარით, აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ.

სასწორი

გადაახარისხეთ პირადი ნივთები. ზოგიერთი შეიძლება გააჩუქოთ ან გადააკეთოთ. ნუ დახარჯვათ დღეს ფულს იმაზე, რაც ხვალ უნდა გადააგდოთ.

მორიელი

დაიცავით წესები და მეტად დაგაფასებენ გარშემო მყოფები. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოგინდებათ. შეიძლება გავლენიანი მფარველი გახდეთ ვინმესთვის ან თქვენ გამოგიჩნდეთ ასეთი.

მშვილდოსანი

აკონტროლეთ სიტუაცია და მხოლოდ ისეთი საქმეები შეასრულეთ, საიდანაც სარგებელს მიიღებთ. ოჯახურ საკითხებსა და ფინანსურ სფეროში გარეშე პირებს ნუ ჩაახედებთ. გული მხოლოდ ღირსეულებს გადაუშალეთ.

თხის რქა

სამომავლო საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განიხლეთ. ვალდებულებების გამო ნუ დაივიწყებთ პირად სიმპათიებსა და გრძნობებს. საერთო ინტერესების გამო კიდევ უფრო გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

მერწყული

გზა, რომელიც აირჩიეთ და თავიდან რთული გეჩვენებოდათ, დღეს გამარტივდება და გამარჯვებას იოლად მიაღწევთ. ეცადეთ, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ, მომავალში რომ არ გაირთულოთ საქმეები.

თევზები

დაიცავით ზომიერება ყველაფერში, მაგრამ ზედმეტად კონსერვატორი ნუ იქნებით. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. დაიცავით შუალედი თავისუფლებასა და აკრძალვებს შორის. კარგი დღეა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად საყვარელ ადამიანთან, საერთო მომავლის დასაგეგმავად.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით