16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მოერიდეთ ფულის ხარჯვას, კუჭის გადატვირთვას. უცნობ ადამიანს გულს ნუ გადაუშლით. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. საქმეებით ნუ გადაიტვირთებით.

ტყუპი

მოერიდეთ თავგადასავლებს; პირად ურთიერთობებში საქმეების გარჩევას, კონფლიქტს. რთული დღეა და ეცადეთ, გამოუსწორებელი შეცდომებისგან დაიზღვიოთ თავი.

კირჩხიბი

მოიმატებს ინტრიგა, კონკურენცია, დაძაბულობა ურთიერთობებში. მოერიდეთ ექსპერიმენტებს. კარგი დღეა სიყვარულისა და რომანტიკისთვის, მაგრამ მოერიდეთ კონფლიქტს, გაბუტვას.

ლომი

უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. დაკვირვებულად იმოქმედეთ. მგზავრობამდე შეამოწმეთ ავტოს მდგომარეობა. ოჯახურ საკითხებს გარშემო მყოფთა გასარჩევს ნუ გახდით.

ქალწული

ნუ გადაიღლებით საქმეებით და ნუ დაძაბავთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. აგრეთვე, მორიდეთ კონფლიქტს ახლობლებთან. ზოგი ცვლილების გამო შეიძლება სარისკო ნაბიჯები გადადგათ.

სასწორი

დღეს ძირითადად გარშემო მყოფების პრობლემების მოგვარებით იქნებით დაკავებული. ნუ დაძაბავთ ისედაც რთულ სიტუაციებს. ნუ ეცდებით საყვარელი ადამიანის მოთმინების გამოცდას.

მორიელი

რთული დღეა. მინიმუმამდე დაიყვანეთ შეხვედრები, მიმოწერა. ჩვეულებრივი საქმეების შესრულების დროსაც კი მაქსიმალური ყურადღება და მობილიზება დაგჭირდებათ. მოერიდეთ ფულის ხარჯვას.

მშვილდოსანი

შეიძლება ძველი კავშირების გაწყვეტამ, ახლების ჩამოყალიბებამ მოგიწიოთ. ყოველ შემთხვევაში, მსხვილ ფინანსურ ოპერაციებს მოერიდეთ. კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად; სპორტული ვარჯიშებისთვის.

თხის რქა

მინიმალური შედეგის მისაღწევად მაქსიმალური გარჯა მოგიწევთ. არ აჩქარდეთ, მშვიდად შეასრულეთ ყველა საქმე. კარგი დღეა ახალი შემოსავლის მოსაძიებლად.

მერწყული

დღეს იმ ინფორმაციას მიიღებთ, რასაც დიდხანს ელოდით. მეგობრებთან შეხვედრა ან მიმოწერა კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ ემოციების გამოვლენას.

თევზები

მოერიდეთ მკვეთრი განცხადებების გაკეთებას, ურთიერთობების, კონტაქტების საბოლოო გაწყვეტას. კარგი დღეა სწავლისა და ინტელექტუალური დონის ასამაღლებლად. შეხვდით თანამოაზრეებს. განიხილეთ საერთო ინტერესები.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით