კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე კირჩხიბშია
ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი.
ვერძი
დღე ხელსაყრელია დასვენების, სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის, აურზაურისგან შორს უნდა იყოთ. თუ ქალაქიდან ვერ გადიხართ, გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.
კურო
დაიმახსოვრეთ, რომ არ შეიძლება ყველას მოეწონო, უყავით ბუნებრივი და ისე იმოქმედეთ, როგორც თქვენთვის მისაღებია. დღეს რთულ ვალდებულებებს ნუ დაისახავთ.
ტყუპი
კარგი დღეა რაიმე ახლის შესასწავლად. წადით ექსკურსიაზე, ჩაერთეთ თვითგანვითარებით, აღმოაჩინეთ საინტერესო ჰობი.
კირჩხიბი
კვირას ნუ აიძულებთ საკუთარ თავს კომუნიკაციას. გაატარეთ დრო სიამოვნებით: უყურეთ კარგ ფილმს, დატკბით სახლის სპა-პროცედურებით, მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას.
ლომი
მოძებნეთ უმოკლესი გზა იმ საქმეების დასასრულებლად, რომლებისთვისაც კვირის განმავლობაში არ გქონდათ დრო. მოერიდეთ სხვების მოტყუებას, ნუ გარისკავთ რეპუტაციით.
ქალწული
შესაფერისი დღეა თქვენს ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. დაკავდით მედიტაციით, იფიქრეთ რაიმე სასიამოვნოზე.
სასწორი
დღეს წარმატება დამოკიდებულია თქვენს შინაგან განწყობაზე. თუ საქმეს ენთუზიაზმით შეუდგებით და პოზიტიურად განეწყობით, ყველაფერი საუკეთესოდ გამოვა.
მორიელი
შესანიშნავი დღეა უსარგებლო ნივთების მოსაცილებლად. გაჯეტების გასასუფთვებლად. შეგიძლიათ ზოგიერთი ადამიანიც ამოშალოთ მეხსიერებიდან.
მშვილდოსანი
დღეს ყველაფერი გაეჭვებთ, ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს, მაგრამ არც უგულებელყოთ ვარაუდებს. დაიცავით ოქროს შუალედი - ენდეთ, მაგრამ გადაამოწმეთ.
თხის რქა
მშვენიერი დღეა მოგზაურობის, დასვენებისთვის, მეგობრებთან ან ახლობლებთან შეხვედრებისთვის.
მერწყული
დღეს დაისვენეთ და გაისეირნეთ ბუნებაში. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. ორშაბათიდან მუშაობაში უნდა ჩაერთოთ.
თევზები
დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენოთ და კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდება. ასევე შეეცადეთ გაითვალისწინოთ სხვისი ინტერესები და გამონახოთ კომპრომისი.