კურო
დღეს ყველას დასჭირდება თქვენი დახმარება, რჩევა. შეიძლება კოლეგების საქმეების შესრულებაც თქვენ მოგიწიოთ. ზოგიერთს დაწინაურება, ხელფასის მომატება ელის. იყავით მეტად ამბიციური.
ტყუპი
საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას იღებთ, ცდილობთ ერთდროულად რამდენიმე საქმე შეასრულოთ. იყავით მეტად დაკვირვებული. გამონახეთ დრო ფულის ასაგროვებლად, გაჭირვებულთათვის, ან ახლობლის დაბადების დღისთვის საჩუქრის შესაძენად.
კირჩხიბი
მოთმინეთ აღჭურვეთ და დილიდან შეუდექით დაგროვილი საქმეების მოგვარებას. შეიძლება ახალი პროექტი ჩაგაბარონ, ან დამატებით სამუშაო მიიღოთ. სამაგიეროდ, ბონუსები დაგემატებათ.
ლომი
მოაწესრიგეთ იურიდიული და ფინანსური დოკუმენტები. კოლეგებს გადაუნაწილეთ საქმეები და ვალდებულებები. იყავით კრეატიული და ეცადეთ, მეტად გამოავლნოთ საკუთარი შესაძლებლობები.
ქალწული
ავტორიტეტს აიმაღლებთ გარშემო მყოფებთი. მაგრამ ეცადეთ, შექებამ არ გაგათამამოდ. კარგი დღეა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან.
სასწორი
ძირითად საზრუნავს დამოკიდებულება კოლეგებთან და პარტნიორებთან წარმოადგენს. მოერიდეთ ინტრიგებს, საიდუმლო ინფორმაციის გამოძალვას. არ გაგიჭირდებათ გარშემო მყოფების სურვილების, დაფარული აზრების გამოცნობა.
მორიელი
ჩამოწერეთ შესასრულებელი ვალდებულებების სია, რათა არაფერი გამოგრჩეთ. ერთდროულად რამდენიმე საქმეს ნუ წამოიწყებთ, იყავით მეტად დაკვირვებული. მოერიდეთ დაუფიქრებელი სიტყვების თქმას, რაც შეიძლება სერიოზული კონფლიქტის, დაპირისპირების მიზეზი გახდეს.
მშვილდოსანი
ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. ყურადღებით განიხილეთ თითოეული ნაბიჯი და გადაწყვეტილებები ისე მიიღეთ.
თხის რქა
კარგი დღეა საკანცელარიო ნივთების, აქსესუარების შესაძენად, რომლებიც თავს უფრო თავდაჯერებულ ადამიანად გაგრძნობინებენ. დაეხმარეთ კოლეგებს საქმეების შესრულებაში.
მერწყული
დილა დაიწყეთ ვარჯიშით, ცურვით. ყურადღებით იმუშავეთ. შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. საქმეებით გადაღლილმა დღის ბოლოს გაინებივრეთ თავი დესერტით.
თევზები
თქვენი პოზიტიური განწყობა გარშემო მყოფებზე დადებითად იმოქმედებს. არ გაგიჭირდებათ რთული საქმეების მოგვარებაც კი.