შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:31-ზე, მთვარე ტყუპშია
ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის; შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით.
ვერძი
მოგიწევთ საყოფაცხოვრებო საკითხის მოგვარება და საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება. ვარსკვლავები გირჩევენ საღამოს მეგობრებთან ერთად სადმე წასვლას, გართობას და ენერგიის ამაღლებას. პოზიტიური ემოციები ძალების აღდგენასა და გამხიარულებაში დაგეხმარებათ.
კურო
არ არის გამორიცხული, რომ გუშინ გადადებული სამუშაო საკითხების მოგვარებამ მოგიწიოთ. საჭიროების შემთხვევაში, ჩართეთ კოლეგები ან მეგობრები ბიზნესში: ეს ხელს შეუწყობს თქვენი ურთიერთობის გაძლიერებას. ასევე კარგი იქნება მასაჟზე ან კოსმეტოლოგთან მისვლა. სასიამოვნო პროცედურები აღადგენს თქვენს ძალას.
ტყუპი
დღეს მოგინდებათ შექმნათ რაიმე სახის შედევრი, გამოავლინოთ თქვენი შემოქმედებითი მიდრეკილებები. დაკავდით ჰობით, წადით სამხატვრო სტუდიაში. საყოფაცხოვრებო საკითხები უსიამოვნებას არ შეგიქმნით. ესაუბრეთ საყვარელ ადამიანებს, გაერთეთ. თუმცა, ჯერ კიდევ აზრი არ აქვს თქვენი საერთო გეგმების განხილვას.
კირჩხიბი
დატვირთული და პრობლემური დღეა. მოგიწევთ მრავალი უსიამოვნო საკითხის და რთული ცხოვრებისეული სიტუაციების გადაჭრა. იყვნენ მიზანსწრაფული, დაიცავით თქვენი შეხედულებები და პრინციპები. მეგობრებთან თბილი შეხვედრა და კონფიდენციალური საუბარი დაგეხმარებათ, რომ დაისვენოთ.
ლომი
გაატარეთ დღე აქტიურად და მხიარულად. თავისუფლად მოუყევით სხვებს თქვენი ნიჭის შესახებ, შეხვდით ადამიანებს და შეიძინეთ ახალი მეგობრები. კარგი დღეა სამუშაოდ, გადაუდებელი საქმეების დასასრულებლად. თქვენი ენერგია მაღალ დონეზეა, სავსე ხართ იდეებით და მზად აქტიური მოქმედებისთვის.
ქალწული
კარგი დღეა. შეიძლება მოულოდნელად ფული მიიღოთ, ზოგიერთი სიახლე განწყობას გაგიუმჯობესებთ. ნუ იჯდებით ოთხ კედელში, ეწვიეთ ახალ ადგილებს, შეხვდით ან მისწერეთ საინტერესო ადამიანებს. ზოგიერთი მათგანი მომავალში დაგეხმარებათ. ფრთხილად იყავით საყიდლებისას.
სასწორი
შესაფერისი დღეა, რომ განახორციელოთ თქვენი გეგმები. იყავით აქტიური, გადადგით პირველი ნაბიჯი თქვენთვის საჭირო მიმართულებით. იყავით უფრო თავაზიანი და ტაქტიანი სხვებთან, ტყუილად ნუ აკრიტიკებთ. შესაძლებელია მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი.
მორიელი
შეეცადეთ მოაგვაროთ ყველა საკამათო სიტუაცია და მიხვიდეთ კომპრომისზე ოპონენტებთან. დაძაბულ მომენტებში შეინარჩუნეთ მშვიდი და პოზიტიური განწყობა, იხუმრეთ და გაეცით კომპლიმენტები. ამ გზით სწრაფად დაამყარებთ ურთიერთობებს და მიაღწევთ სასურველ შედეგს. დღეს არ გირჩევთ შოპინგს.
მშვილდოსანი
რაც უფრო კარგი იქნება თქვენი განწყობა, მით უფრო წარმატებული იქნება თქვენი დღე. უფრო ხშირად გჭირდებათ პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და საყვარელი საქმეების კეთება. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ყველა თქვენი გეგმა დღეს წარმატებით განხორციელდება. იყავი აქტიური, გჯეროდეს საკუთარი თავის და ყველაფერი საუკეთესოდ გამოვა.
თხის რქა
წარმატებული და ნაყოფიერი დღე გელით. 16 მარტს შეგიძლიათ დაიწყოთ რაიმე მნიშვნელოვანი, ახალი პროექტი, ან მოაგვაროთ ძველი უსიამოვნო საკითხი. სასარგებლოა სარეზერვო გეგმის ქონა, რათა დაგვიანების შემთხვევაში დრო არ დაკარგოთ. შესაძლებელია საინტერესო პირადი შეხვედრებიც.
მერწყული
ბოლო დღეების გამძლეობა და ნაყოფიერი შრომა დღეს დაჯილდოვდება. შეიძლება მიიღოთ საჩუქარი ან სასიამოვნო სიურპრიზი. მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანს, მოუყევით მას თქვენი გრძნობების შესახებ, მოაწყვეთ რომანტიკული პაემანი. საინტერესო იქნება ახალი ადგილების მონახულება.
თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, დაიკაოთ აქტიური პოზიცია და იყოთ მიზანმიმართული, რასაც არ უნდა აკეთებდეთ. არ ისაუბროთ სამუშაოზე, უმჯობესია ისაუბროთ საყვარელ ადამიანთან თქვენს მოლოდინებზე, განიხილოთ თქვენი ურთიერთობა. დააკვირდით თქვენს ჯანმრთელობას, დალიეთ მეტი წყალი, მიირთვით ხილი და ბოსტნეული.