ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა.
მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას.
არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას.
სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი შემოქმედებითი ნიჭით იქნება დაჯილდოებული.
მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. მიირთვით მსუყე საკვები და ნაკლები სითხე მიიღეთ.
თუ არ გსურთ ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნათ, თმის შეჭრისგან თავი შეიკავეთ.
ამ დღის ქვებია: მალაქიტი, ცისფერი ნეფრიტი, ობსიდიანი.
სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე ქალწულში
მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
კარგია ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.