კურო
შეამცირეთ ურთიერთობა კოლეგებთან და ახლობლებთან. პირველ ადგილზე სამსახურში დაგროვილი საქმეები დააყენეთ, ყველაფერი დანარჩენი - შემდეგზე.
ტყუპი
ახალი იდეებითა და გეგმებით ხართ აღსავსე, მაგრამ მათ განხორციელებას დღეს ვერ შეძლებთ. უმჯობესია, მათი რეალიზება სამომავლოდ, უკეთესი დროისთვის გადადოთ.
კირჩხიბი
პირად ცხოვრებაში მოუგვარებელი საკითხები მშვიდად მუშაობის საშუალებას არ მოგცემთ. მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა იმოქმედოთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ.
ლომი
მოერიდეთ კონფლიქტში გახვევას და უფრო მეტიც, ნუ ეცდებით რომელიმე მოკამათეს მხარდაჭერას. გირჩევნიათ, მოკამათეებს დიპლომატიურად მიუდგეთ და შეარიგოთ.
ქალწული
კარგი დღეა ცვლილებებისთვის, - იმიჯითა და გარდერობის განახლებით დაწყებული, პირადი ცხოვრებითა და ბიზნესპარტნიორის შეცვლით დამთავრებული.
სასწორი
ვინც არ უნდა დაგაჩქაროთ, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. გახსოვდეთ, თქვენს გადაწყვეტილებაზე თქვენი მომავალია დამოკიდებული.
მორიელი
ნუ მოგერიდებათ და გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა ფართო აუდიტორიის წინაშე. რაც უფრო თამამად იმოქმედებთ, მით მეტი შექება და დაფასება გელით.
მშვილდოსანი
საყვარელი ადამიანი სასიამოვნო ემოციებით დაგმუხტავთ. შეიძლება ურთიერთობის დაკანონება შემოგთავაზოთ.
თხის რქა
დღის პირველი ნახევარი სამსახურის საქმეებისა და ფინანსური საკითხების მოგვარებას დაუთმეთ; მეორე ნახევარი - პირადი საკითხების გაუმჯობესებას.
მერწყული
თუ ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ მოშურნეების ქილიკსა და კრიტიკას და მათთან გამოხმაურებაზე დროს არ დაკარგავთ, მეტ წარმატებას მიაღწევთ.
თევზები
რაც არ უნდა მოხდეს, რისი მომსწრეც არ უნდა გახდეთ, დააჭირეთ ენას კბილი და ეცადეთ, რთული სიტუაცია იუმორით განმუხტოთ.