კურო
კარგი დღეა თანამოაზრის მოსაძებნად. ყური დაუგდეთ ავტორიტეტი ნათესავის რჩევას. საღამო მშვიდ ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
ტყუპი
დღის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმე შეგეცვალოთ გეგმა, გემოვნება, მიზანი. ნუ იქნებით დაბნეული. მუშაობისას მეტი დაკვირვება გმართებთ დეტალებისადმი.
კირჩხიბი
შანსი მოგეცემათ ავტორიტეტის ასამაღლებლად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. ოფიციალური საქმიანობა (საბუთების გაფორმება) დილას დანიშნეთ.
ლომი
მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დანიშნეთ. კრიტიკულ მომენტში დასახმარებლად ნათესავებს, იურისტს, ოჯახის ექიმს მიმართეთ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.
ქალწული
კარგი დღეა კონსულტაციისთვის, დაშორებულ ახლობლებთან შესარიგებლად. საღამოს გულითადი საუბარი განწყობას გაგიუმჯობესებთ. ავტორიტეტული მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ.
სასწორი
დილა სასიამოვნო საქმეების შესრულებას დაუთმეთ. მოუსმინეთ გამამხნევებელ მუსიკას. მოაწესრიგეთ საბუთები, ფინანსური დოკუმენტები. შეეხმიანეთ მკურნალ ექიმს.
მორიელი
თუ არ იზარმაცებთ, დღეს იმაზე მეტ საქმეს შეასრულებთ, ვიდრე ვარაუდობდით. მეტად გამოავლინეთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი. შეიძლება ახალი თაყვანისმცემელი, თანამოაზრე გამოგიჩნეთ.
მშვილდოსანი
კარგი დღეა საოჯახო, სამემკვიდრეო, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. შეიძლება მსხვილ პროექტებს ჩაუდგეთ სათავეში. ის მშვილდოსნები, რომლები დათრგუნვილები იყვნენ, ფენიქსივით აღდგებიან.
თხის რქა
დღეს მარტოს გაგიჭირდებათ ვალდებულებებთან გამკლავება. ნუ მოგერდებათ დახმარების თხოვნა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან.
მერწყული
მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ექსცენტრიკულობა და ეპატაჟურობა გვერდზე გადადეთ და იყავით მეტად ტრადიციული. პატივი ეცით ღირებულებებს.
თევზები
შეიძლება მოგემატოთ მადა, ფუფუნებისადმი ლტოლვა. კარგი დღეა სარეკლამო აქციებისთვის, ოჯახური ტრადიციების აღსადგენად. მეტად გამოავლინეთ საუკეთესო თვისებები თუ ხართ პედაგოგი, მოგზაური, შეყვარებული ან მშობელი.