17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 06:40-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 03:14-ზე

კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.

ვერძი

უმჯობესია ეს დღე დაუთმოთ მცირე სასიამოვნო ამოცანების გადაჭრას, დაწყებული სამუშაოს დასრულებას. არ უნდა აიღოთ ახალი პროექტები: შეიძლება არ გქონდეთ საკმარისი ენერგია მათი ბოლომდე მიყვანისთვის. არ არის საუკეთესო დრო კამათისთვის. იმის დასამტკიცებლად, რომ მართალი ხართ.

კურო

ებრძოლეთ სიზარმაცის შეტევებს, შეეცადეთ ჩაერთოთ სამუშაო პროცესებში; შეასრულოთ თქვენი ყოველდღიური მოვალეობები. უნდა მოიკრიბოთ ძალა და დაასრულოთ მთავარი ამოცანები. იყავით მეგობრული, მოძებნეთ ახალი ნაცნობები, განიხილეთ საქმიანი წინადადებები.

ტყუპი

დაალაგეთ თქვენი სამუშაო გრაფიკი ისე, რომ დაგრჩეთ დრო დასვენებისთვის, საღამოს მეგობრებთან შესახვედრად. მიიღებთ არაჩვეულებრივ ბიზნესშემოთავაზებებს და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსიც მოგეცემათ.

კირჩხიბი

იპოვეთ თქვენთვის კომფორტული რიტმი და იმუშავეთ ისე, რომ შეინარჩუნოთ ენერგია დღის ბოლომდე. ეს დაგეხმარებათ დავალებების ეფექტურად შესრულებაში და საღამოს ენერგიის დაზოგვაში. არ ბრაზდეთ წვრილმან უზუსტობებზე.

ლომი

მოემზადეთ თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებებისთვის. ეს შეიძლება ეხებოდეს თქვენს კარიერულ მიზნებს ან დიდ ახალ პროექტს, რომელზეც ოცნებობდით. უნდა აკონტროლოთ ჯანმრთელობა, არ იმუშაოთ ზედმეტი, პერიოდულად განიტვირთეთ, სასიამოვნოდ დაისვენეთ.

ქალწული

თქვენი ენერგია დღეს მაღალ დონეზეა. წარმატებას მიაღწევთ რთულ საქმეებში. თქვენი ოპტიმიზმი დაგეხმარებათ საიმედო თანაშემწეების გუნდის შეკრებაში. დაჩქარება გამოიწვევს ზედმეტ შეცდომებს, ამიტომ გირჩევთ, ნელა იმუშაოთ, ყველა საკითხი ეტაპობრივად მოაგვაროთ.

სასწორი

მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საქმეებით დატვირთული დღე. კონცენტრირება მოახდინეთ სამუშაოზე, რათა თავიდან აიცილოთ არასწორი გამოთვლები, თორემ შემდგომში მათ გამოსწორებაზე დიდი დროის დახარჯვა მოგიწევთ.

მორიელი

შეგიძლიათ იფიქროთ პროფესიულ ზრდაზე, გააკეთოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც საშუალებას მოგცემთ გამოირჩეოდეთ და გამოჩნდეთ უფროსების წინაშე ხელსაყრელ მდგომარეობაში. გირჩევთ ემოციების გაკონტროლებას, შეეცადეთ კომუნიკაციაში ტაქტი და თავაზიანობა შეინარჩუნოთ.

მშვილდოსანი

დღეს თქვენ უნდა დაიკავოთ დაკვირვებული პოზიცია და არ იყოთ აქტიური. ეს დაგეხმარებათ შეხედოთ რა ხდება ობიექტურად და უფრო სწორად მიიღოთ შემდგომი გადაწყვეტილებები. შეიძლება ვინმემ მოისურვოს თქვენგან სარგებლობა, ამიტომ მოერიდეთ მანიპულატორებთან ურთიერთობას.

თხის რქა

დატვირთული დღე ნერვულ დაძაბულობას მოითხოვს. შეეცადეთ აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობა, დახარჯეთ თქვენი ენერგია რაციონალურად, რათა შეინარჩუნოთ გამძლეობა მთელი დღის განმავლობაში. შეიკავეთ ემოციები და მაშინ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა არ დაზარალდება.

მერწყული

ნუ იქნებით ძალიან პრეტენზიული სხვებთან მიმართებაში, გამოიჩინეთ სინაზე და ტაქტი კომუნიკაციაში. გირჩევთ, მოერიდოთ კამათს: დღეს თანამოსაუბრეების დარწმუნებას ვერ შეძლებთ. რთულ სიტუაციაში შემოქმედებითი მიდგომა დაგეხმარებათ საქმის უფრო ეფექტურად და სწრაფად მოგვარებაში.

თევზები

დღის პირველი ნახევარი უფრო შესაფერისია რთული საკითხების მოსაგვარებლად და ენერგიული აქტივობისთვის. არ იჩქაროთ, იმუშავეთ თქვენთვის კომფორტული ტემპით, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები. სასარგებლოა გამძლეობის გამოვლენა, თამამად წინსვლა მიზნისკენ. შესაძლებელია საინტერესო რომანტიკული შეხვედრა.