17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მოლაპარაკებები და საქმიანი შეხვედრები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. მოერიდეთ ნათესავებთან საქმეების გარჩევას. საღამო საყვარელი ადამიანის გვერდით გაატარეთ. შეიძლება თქვენ ვერ ხვდებით მისი უხასიათობის მიზეზს ამიტომ, გამოჰკითხეთ.

ტყუპი

ნაკლები ყურადღება მიაქციეთ უგუნებობას, დისკომფორტს და იმუშავეთ. ბევრი საქმე დაგიგროვდათ და კიდევ უფრო მეტი დაგიგროვდებათ, თუ დროს ტყუილად დაკარგავთ.

კირჩხიბი

ფინანსური საკითხების გამო ნუ წამოიწყებთ კონფლიქტს საყვარელ ადამიანთან. თუ მისგან მეტ სითბოსა და ყურადღებას ელით, თავადაც ასეთი უნდა იყოთ მისთვის.

ლომი

კარგი დღეა უძრავი ქონების საკითხების მოსაგვარებლად. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გათავისუფლდით ძველი ნივთებისგან. მოერიდეთ ისეთ ადამიანებსა და სიტუაციებს, რომლებიც უარყოფითად იმოქმედებენ თქვენზე.

ქალწული

მგზავრობა და საქმიანი შეხვედრები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. საქმის წამოწყებამდე კარგად გაერკვიეთ დეტალებში. შეიძლება გაგიმძაფრდეთ ინტერესი კრიმინალური თემებისადმი.

სასწორი

დაკვირვებულად და გააზრებულად იმოქმედეთ, განსაკუთრებით მაშინ თუ საკითხი ფინანსებს, ნივთების შეძენას ეხება. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას პირად საკითხში.

მორიელი

საკუთარ თავში ჩაკეტილი ხართ. გაგიჭირდებათ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა და შეიძლება მათ თავიანთი საქციელით გაგაღიზიანონ კიდევ. დამოუკიდებლად მოაგვარეთ პროფესიონალური და საოჯახო საკითხები. საღამოს დეპრესიამ რომ არ შეგიპყროთ, დრო სასიამოვნო საქმიანობას მოანდომეთ.

მშვილდოსანი

მოერიდეთ ექსპერიმენტებსა და ემოციების გამოვლენას. შეიძლება წარსული საქმეები გაგიხსენონ ან ძველ მეგობარს შეხვდეთ. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტისგან. პირადი და სამსახურებრივი საქმეები ერთგულ და გამოცდილ ადამიანებთან ერთად განიხილეთ.

თხის რქა

მაქსიმალურად ეცადეთ, არ აჰყვეთ ემოციებს, თორემ მთელ დღეს უსიამოვნოდ გაატარებთ. განაახლეთ ურთიერთობა ძველ მეობრებთან. მოაგვარეთ ფინანსური და საოჯახო საქმეები. განწყობის გასაუმჯობესებლად ენერგიულ, მხიარულ სიმღერებს მოუსმინეთ.

მერწყული

მოერიდეთ სიჯიუტის გამოვლენას ხელმძღვანელთან და უფროს ნათესავებთან. ყური დაუგდეთ მათ რჩევას, შეიძლება თქვენთვის საჭირო დეტალები აღმოაჩინოთ. მოერიდეთ ინტრიგებსა და ჭორებს.

თევზები

შეიძლება ჩაგეშალოთ დაგეგმილი შეხვედრები, გარშემო მყოფებმა იმედი გაგიცრუონ. თუმცა, მაინცდამაინც ნუ ინერვიულებთ. გახსოვდეთ, მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. მთავარია, არ იზარმაცოთ და ყურადღებით იმუშაოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით