შაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:41-ზე, მთვარე სასწორშია
ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღეს იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
ვერძი
ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი წამოწყებისთვის. თავისუფლად აიღეთ რთული საქმეები, დღეს ბევრს შეძლებთ. გააუმჯობესეთ თქვენი ცხოვრება და მოაგვარეთ დაგროვილი პრობლემები. სასარგებლო იქნება საოჯახო საქმეების კეთება.
კურო
არ დანებდეთ და არ ჩაერთოთ კამათში ან დაპირისპირებაში. შეეცადეთ თავი აარიდოთ კონფლიქტებს და შეხედეთ მოვლენებს შორიდან. იყავი მომთმენი.
ტყუპი
მოერიდეთ ძლიერ ემოციებს. ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. ნუ მიიღებთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს. ცუდ განწყობას ჰობი გაგიქარვებთ.
კირჩხიბი
გულთან ახლოს ნუ მიიტანთ ყველაფერს, რაც ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ნერვულ დაძაბულობას ვერ აიცილებთ. დაისვენეთ სამსახურიდან, უფრო ხშირად ესაუბრეთ საყვარელ ადამიანებს, მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებს.
ლომი
მოემზადეთ წვრილმანი პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში შეგაწუხებთ. უმჯობესია დღევანდელი დღე გაატაროთ სახლში, ოჯახთან ერთად.
ქალწული
შეამცირეთ თქვენი აქტივობა. იყავით სკეპტიკურად განწყობილი საქმიანი წინადადებების მიმართ: თქვენთვის არახელსაყრელი პირობები იქნება. კარგია ძველ საქმეებთან გამკლავება.
სასწორი
იღბალი დღეს თქვენს მხარესაა, შეგიძლიათ ლატარიის ბილეთიც კი იყიდოთ. ამოცანები თუ ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც ადრე გიჭირდათ, დღეს იოლად მოგვარდება.
მორიელი
დღეს განწყობა ხშირად შეგცვლებათ. ამიტომ დაასრულეთ სამუშაო, სანამ სიზარმაცე შემოგიტევთ. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ, რაც დადებითი ემოციებით აგავსებთ.
მშვილდოსანი
გარემოებები ისეთი იქნება, რომ მოგიწევთ მუშაობა მკაცრი პირობებით და შეზღუდული დროით. არ დატოვოთ საქმეები შუა გზაზე, არ გექნებათ დრო, რომ მოგვიანებით დაასრულოთ.
თხის რქა
შეეცადეთ დაისვენოთ და აკონტროლოთ თქვენი ემოციური მდგომარეობა. არ შეგეშინდეთ რაღაცის შეცვლა: ყველა ცვლილება მხოლოდ უკეთესობისკენ იქნება.
მერწყული
უნდა გაუმკლავდეთ ძველ საქმეებს, წერტილი დაუსვათ მოძველებულ ურთიერთობებს. ძველი პრობლემების გადაჭრას არასტანდარტული გზით შეძლებთ. გაგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო.
თევზები
დღეს თქვენს საქმიანობაში შეცდომებს დაინახავთ და ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად მეტად მონდომებული უნდა იყოთ. შეიძინეთ ახალი დეკორი სახლისთვის. აკონტროლეთ ემოციები და დღე კარგად ჩაივლის.