17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

გაეცანით ახალ ამბებს. ახალი საქმეები ინტელექტზე, კავშირებსა და ცოდნაზე უნდა იყოს დაფუძნებული. შეიძლება გავლენიანი ადამიანებისგან საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ.

ტყუპი

კარგი დღეა ცოდნისა და თვალსაწიერის გასაფართოებლად. მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად. განსაკუთრებით იმათთან, ვისთანაც საერთო საქმე ან ინტერესი გაკავშირებთ.

კირჩხიბი

თუ გვერდით კარგი დამხმარე გყავთ, რთულ საქმეებსაც მარტივად შეასრულებთ. არ გაეხვიოთ ავანტიურაში. ეცადეთ, იყოთ სამართლიანი ახლობლების მიმართ.

ლომი

კარგი დღეა ახლობლებთან შესახვედრად, თანამოაზრეებისთვის შემოქმედებითი იდეების გასაზიარებლად. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში.

ქალწული

გაამყარეთ მეგობრული კავშირები. კარგი დღე ელით სამედიცინო სფერო წარმომადგენლებსა და პროგრამისტებს. გაუფრთხილდით მხედველობას.

სასწორი

რიტინული საქმეები ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ და კრეატიული იდეები განახორციელეთ. ეცადეთ, გაარჩიოთ სად იწყება სიყვარული და მთავრდება მეგობრობა.

მორიელი

ნუ დააწყობთ გეგმებს, თავისუფალი გრაფიკით იმოქმედეთ. შეიძლება სიტუაცია ისე არ განვითარდეს, როგორც გსურდათ. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს.

მშვილდოსანი

მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. გაუზიარეთ თანამოაზრეებს ცოდნა, ინფორმაციები, გამოცდილება.

თხის რქა

კონკრეტული იდეების განხორციელება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. ისე იმოქმედეთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი, ავტორიტეტული ადამიანებისგან მიიღოთ შექება.

მერწყული

მეგობრების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. მათთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. ისინი დაგეხმარებიან ჩანაფიქრის განხორციელებაში.

თევზები

ორიგინალურად უნდა იაზროვნოთ. ახლებურად გადახედეთ ძველ პრობლემებს. ნუ მოგერიდებათ და გავლენიან მეგობრებს სთხოვეთ დახმარება.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით