17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

არ გადადოთ მომავლისთვის ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ. კარგი დღეა საოჯახო საქმეებისთვის. მთვარე ლომშია, ამიტომ მეტი ყურადღება მიაქციეთ სარკეების, სანათებისა და მინების მოწესრიგებას.

ტყუპი

აკონტროლეთ მიმდინარე საქმეები, კარგი შეცდომების გამოსწორება. მოერიდეთ კონფლიქტებს, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. კარგი დღეა სარეკლამო პროექტებზე სამუშაოდ. საღამოს დაისვენეთ.

კირჩხიბი

კარგი დღეა ახალი ინფორმაციის მისაღებად და დასახარისხებლად. გააფართოეთ სანაცნობო წრე; გაიჩინეთ თანამოაზრეები და ერთად შეუდექით ახალი საქმეების წარმოებას.

ლომი

ენერგიული ხართ, რაც საქმეების უკეთ წარმართვაში დაგეხმარებათ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციებს. არ დაგავიწყდეთ, მშობლების მოკითხვა–მონახულება. კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის, შეჯიბრებისთვის.

ქალწული

ყველასთან გულახდილი ნუ იქნებით. საქმეების შესრულებისას ინიციატივა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისა და ურთიერთობებისგან. კარგი დღეა ნათესავებთან ფინანსური საკითხების განსახილველად. სახლში ცვლილებებისთვის.

სასწორი

კარგი დღეა კოლექტიური სამუშაოსთვის. პირად ცხოვრებაში კარგია ცვლილებები, მაგრამ პარტნიორის მოთხოვნებიც გაითვალისწინეთ. მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.

მორიელი

ეცადეთ, ფანტაზიებსა და გრძნობებს აყოლილმა სისულელეები არ ჩაგადენინოთ. მოერიდეთ კონფლიქტს, განსაკუთრებით ქალებთან. გამოიჩინეთ მოთმინება და დაარეგულირეთ ყველა ცხოვრებისეული სფერო.

მშვილდოსანი

კარგი დღეა შეხვედრებისა და ახალი პროექტების განსახილველად, მიმოწერისთვის. მოაწესრიგეთ თქვენი სამუშაო, საცხოვრებელი ტერიტორია. ნათესაურ–სამემკვიდრე საკითხს მეტი ყურადღება მიაქციეთ.

თხის რქა

ენერგიული ხართ და შეგიძლიათ საკუთარ თავზე დამატებითი სამუშაოც აიღოთ. კარგი დღეა კონსულტაციისა და სხვადასხვა ინსტანციაში საქმეების მოსაგვარებლად. ოჯახის წევრები ფინანსურ მხარდაჭერას აღმოგიჩენენ. ეცადეთ დაისვენოთ, გამოიძინოთ.

მერწყული

თუ გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ, აქტიურად იმოქმედეთ. კარგი დღეა ინფორმაციის გაცვლისა და საქმიანი მიმოწერისთვის. ნუ ჩაიკეტებით, შეხვდით მეგობრებს, იმხიარულეთ წვეულებაზე. პირად ცხოვრების მოსაგვარებლად მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ.

თევზები

სხვების დასახმარებლად, ზოგიერთ საკუთარ საქმეზე უარის თქმა მოგიწევთ. გაისტუმრეთ ვალები. კარგი დღეა ნაცნობობისთვის. იმიჯის შესაცვლელად. საყვარელ ადამიანს მეტად უნდა დაუთმოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით