ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე კირჩხიბშია, 22:32-ზე კირჩხიბის 25 გრადუსში კი გველოდება ახალმთვარეობა
საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი - არა. ძილის წინ მიიღეთ კონტრასტული შხაპი. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. არ გირჩევთ ტყუილის თქმას, წუწუნს. ცუდია კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან.
ვერძი
დღეს არ არის რეკომენდებული საკუთარი თვალსაზრისის ზედმეტად დაცვა. თქვით რას ფიქრობთ საკამათო საკითხზე და განზე გადით. მიეცით მოწინააღმდეგეს საშუალება, დამოუკიდებლად იფიქროს სიტუაციაზე – თუ მართლა მართალი ხართ, ის მალე თქვენ მხარეს დაიჭერს.
კურო
შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოსამზადებლად. მთავარია, პარტნიორებთან და უფროსებთან გაფილტროთ მეტყველება; ერთმა უყურადღებო, უხეშმა ან შეურაცხმყოფელმა სიტყვამ შეიძლება სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.
ტყუპი
დღეს შეგიძლიათ გაუმკლავდეთ უამრავ საქმეს დიდი ძალისხმევის გარეშე. არ არის გამორიცხული, დაგროვილი საკითხების გადაჭრაში მოულოდნელი დახმარება მიიღოთ. საჭიროა მხოლოდ ფრთხილად იყოთ უცხოებთან ურთიერთობისას - კონფლიქტი შეიძლება მოულოდნელად წარმოიშვას.
კირჩხიბი
უნდა გესმოდეთ, რომ მხოლოდ თქვენ არ გაქვთ პრობლემები! სხვებსაც აქვთ რთული დღეები. სხვისი სირთულეების უგულებელყოფით, დაკარგავთ მათ მეგობრულ განწყობას. ეს დღე განსაკუთრებულად მშვიდად და გააზრებულად გაატარეთ.
ლომი
დღეს თქვენი დევიზია ნაკლები სიტყვა, მეტი მოქმედება. ნუ დაკარგავთ დროს უსაქმურ საუბრებსა და სოციალურ ქსელებზე, გააკეთეთ ის, რაც უნდა გაგეკეთებინათ დიდი ხნის განმავლობაში.
ქალწული
მოერიდეთ უცხო ადამიანებთან კომუნიკაციას, ნუ ანდობთ მათ თქვენს პირად ინფორმაციას. კარგი იქნება ეს დღე დამოუკიდებლად მუშაობაში გაატაროთ. ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
სასწორი
არ გამოაკლდეთ შეკრებებს, საჯარო ღონისძიებებს. გელოდებათ საინტერესო ნაცნობობა, როგორც პირად, ასევე საქმიან. არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთმა ადამიანმა გაგიზიაროთ ძალიან საინტერესო და პერსპექტიული იდეა.
მორიელი
უნდა გამოიჩინოთ თავშეკავება და იყოთ უფრო რბილი, გააზრებული. დღეს არ ღირს ახალი საქმეების დაწყება, ურთიერთობების გარკვევა. საღამო გაატარეთ მშვიდ გარემოში.
მშვილდოსანი
ყველა მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმე დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. შუადღიდან შეამცირეთ აქტიურობა და მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, სასიამოვნო საქმიანობას.
თხის რქა
არ გირჩევთ რისკზე წასვლას, საეჭვო საქმიანობაში ინვესტირებას, შესყიდვებს. ამ პერიოდში ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია წარუმატებელი იქნება, დიდია თანხის დაკარგვის რისკი.
მერწყული
მხოლოდ აუცილებელი და მსუბუქი საქმეები შეასრულეთ. უმჯობესია, მეტად იზრუნოთ ჯანმრთელობაზე. აკონტროლეთ ემოციები; მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან.
თევზები
გამონახეთ თანამოაზრეები და მოიძიეთ პარტნიორებისა და კოლეგების მხარდაჭერა, რთული პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა ადვილი არ არის. შუადღიდან შეამცირეთ აქტიურობა, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, სასიამოვნო გარემოში.