ავტორი:

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 ივლისი, კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე თევზებშია

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ და პასიურად დაისვენოთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ, გადადეთ ნიშნობა. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.

ვერძი: აზრთა სხვადასხვაობს გამო მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს. სასურველია, მშვიდად მიუსმინოთ მოსაუბრეს, იყავით დიპლომატიური და ღიმილიანი.

კურო: სასიამოვნო საქმეები შეასრულეთ, რაც განტვირთვის საშუალებას მოგცემთ. იყავით კეთილგანწყობილი ოჯახის წევრების მიმართ.

ტყუპი: მეტი დრო დაუთმეთ მიღებული ინფორმაციის გადამოწმებას, ფაქტებზე დაყრდნობით იმოქმედეთ. კარგ შედეგს მოგიტანთ გუნდური მუშაობა.

კირჩხიბი: მსუბუქი ვალდებულებები შეასრულეთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავს ზედმეტ პასუხისმგებლობას. უმჯობესია, ეს დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.

ლომი: მოერიდეთ დაპირისპირებას საქმიან პარტნიორებთან, ოჯახის წევრებთან. ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით ილაპარაკეთ, არ გირჩევთ ზედმეტ ფიზიკურ აქტიურობას.

ქალწული: მეგობრებთან შეხვედრის და მხიარულების დღეა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება თანამოაზრეებთან, ვისაც მომავალში თქვენი მხარდაჭერა შეუძლია.

სასწორი: დასვენების დღის მიუხედავად მუშაობა მაინც მოგიწევთ. დღეს შესრულებული საქმე მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.

მორიელი: მუდმივად მოვლენების, საქმეების კურსში უნდა იყოთ. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. საღამო პასიურ დასვენებას დაუთმეთ.

მშვილდოსანი: მოერიდეთ თქვენთვის და ახლობლებისთვის არასასიამოვნო თემებზე საუბარს. მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობის გაუმჯობესებას საყვარელ ადამიანთან.

თხის რქა: არ გირჩევთ გარშემო მყოფების კრიტიკას. უმჯობესია, მშვიდად აუხსნათ რას ელოდებით მათგან. ზომიერება გმართებთ ფიზიკური ვარჯიშების შესრულებისას.

მერწყული: ახლობლებთან მიმოწერისას და საუბრისას იყავით კეთილგანწყობილი. საღამოს მეგობრებთან ერთად გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

თევზები: არ გირჩევთ დიდი დროის გატარებას კომპიუტერთან ან ტელევიზორთან. უმჯობესია, საყვარელ ადამიანებთან ერთად ქალაქგარეთ დაისვენოთ.