კურო
სასიამოვნო ცვლილებები გელით. შეიძლება საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზი მიიღოთ. თავად კი მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ.
ტყუპი
დღეს თქვენს მოხიბვლას კომპლიმენტებითა და ტკბილი სიტყვებით შეძლებენ. თუმცა, თავად შეიძლება უკმაყოფილო დარჩეთ ახალი თაყვანისმცემლით.
კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა, წარმატება გელით სამსახურის საქმეში. მალე დაასრულეთ საქმეები, რათა თავისუფალი დრო საყვარელი ადამიანის გვერდით გაატაროთ.
ლომი
დღის პირველი ნახევარი სამსახურის საქმეებს უნდა დაუთმოთ; მეორე - პირად ცხოვრებას. მარტოხელებმა გამოიყენეთ ინტერნეტი ახალი პარტნიორის მოსაძებნად.
ქალწული
გაგიუმჯობესდებათ სამსახურის საქმეებიც და ჯანმრთელობის მდგომარეობაც. იყავით ღიმილიანი და პოზიტიური. გახსოვდეთ, ოპტიმისტები პესიმისტებზე ბედნიერები არიან.
სასწორი
გადაღლილი ხართ. დასვენება და მშვიდი გარემო გესაჭიროებათ. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას, ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს.
მორიელი
მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან. უმნიშვნელო შელაპარაკებაც კი შეიძლება ურთიერთობის სამუდამო გაწყვეტით დასრულდეს.
მშვილდოსანი
სასურველის მიაღწევად მეტად უნდა გააქტიურდეთ. დაისახეთ სამომავლო გეგმები და მათი განხორციელება ორშაბათიდან დაიწყეთ.
თხის რქა
ნუ მოექცევით გარშემო მყოფთა გავლენის ქვეშ. მაქსიმალურად ეცადეთ, ავტორიტეტი აიმაღლოთ კოლეგებისა და ახლობლების თვალში.
მერწყული
ფრთხილად იყავით, არაფერი დაკარგოთ, ან უფრო მეტი, არ მოგპარონ. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. გვიან ქუჩაში, განსაკუთრებით უცხო ადგილებში, ნუ გამოხვალთ.
თევზები
საყვარელ ადამიანთან გულახილი საუბარი ან ემოციური სიტუაცია კიდევ უფრო დაგაახლოებთ. იყავით მაქსიმალურად ყურადღებიანი და გულისხმიერი მის მიმართ.