ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე
საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
ვერძი
ფიზიკური ენერგია ნულისკენ იქნება მიდრეკილი, ამიტომ აუცილებელია მისი დახარჯვა ფრთხილად - დაძაბვისა და გადატვირთვის გარეშე, მაგრამ პირველივე შესაძლებლობისას მიეცით სხეულს დასვენების საშუალება.
კურო
დღეს შეთანხმების მიღწევა უაღრესად რთული იქნება, როგორიც არ უნდა იყოს საკითხები, საქმიანი თუ პირადი, ამიტომ, თუ შესაძლებელია, ჯობია გადადოთ დისკუსია.
ტყუპი
ვინც წინასწარ ადგენს დეტალურ სამუშაო გეგმას, შეძლებს გაუმკლავდეს ამ დღისთვის დაგეგმილ ამოცანებს: ამგვარად თქვენ შეძლებთ დაძლიოთ ამ დროს თანდაყოლილი შფოთვა და დაიბრუნოთ პროდუქტიული განწყობა.
კირჩხიბი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, რომელსაც დღევანდელი დღე მოგთხოვთ, არ იჩქაროთ: კარგად უნდა აწონ-დაწონოთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და მხოლოდ ამის შემდეგ თქვათ დიახ ან არა.
ლომი
დღეს მთავარი კეთილი ზრახვებია: მათი გავლენით შეძლებთ ნებისმიერი - თუნდაც ყველაზე რთული - ამოცანის ამოხსნას, რომელიც ერთი შეხედვით - და თუნდაც მეორე შეხედვით - შეუძლებელი გეჩვენებათ.
ქალწული
ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად მოგვარებას: გადაწყვიტეთ თქვენი პრიორიტეტული ამოცანები და დაასრულეთ ისინი სათითაოდ - ამ გზით, აურზაურისა და აჩქარების გარეშე, შეძლებთ იმაზე მეტს, ვიდრე თავდაპირველად დაგეგმეთ.
სასწორი
როცა გარშემო მყოფების აგრესიულობას აწყდებით, არ იჩქაროთ საპასუხო ქმედება - კონფლიქტი სერიოზულ ეტაპზე რომ არ გადავიდეს, უმჯობესია გონივრულად მიატოვოთ ისინი და განზე გადახვიდეთ.
მორიელი
დღეს უფრო მჭევრმეტყველი და დამაჯერებელი იქნებით, ვიდრე ოდესმე, ასე რომ, თუ ვინმეს რამეში დარწმუნება ან თქვენს მხარეზე გადაბირება გჭირდებათ, ისარგებლეთ ხელსაყრელი დროით.
მშვილდოსანი
არ უნდა მოუსმინოთ მათ, ვინც დაჟინებით - და ზოგჯერ აგრესიულად - გირჩევთ შეცვალოთ თქვენი პრინციპები როგორც პროფესიაში, ისე პირად ცხოვრებაში, ისინი ეგოისტური მიზნებისკენ მიდიან.
თხის რქა
ამ დღის მოვლენები შეიძლება გახდეს თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი წერტილი, განსაკუთრებით თუ მოახერხებთ სიტუაციის გაანალიზებას, საბედისწერო პროცესების იდენტიფიცირებას და მათგან სწორი დასკვნების გამოტანას.
მერწყული
შეძლებთ დაინახოთ, რომ ვერ მიაღწევთ თქვენს მიზნებს არაკეთილსინდისიერი საშუალებებით: შეიძლება შეხვდეთ გარშემო მყოფთა წინააღმდეგობას, რომლებსაც არ მოეწონებათ თქვენი ტაქტიკა და სტრატეგია.
თევზები
სანამ გადადგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯს, შეეცადეთ გამოთვალოთ თქვენი მომავალი ქმედებები, უნდა მოემზადოთ შესაძლო განვითარების ფართო სპექტრისთვის. ვფიქრობ, არ ღირს იმის შეხსენება, რომ ყველა დეტალში კარგად უნდა იყოთ გარკვეული.