ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 22:34-ზე, მთვარე კირჩხიბშია
კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან.
ვერძი: ენერგიის მომატებას იგრძნობთ და დილიდან მოგინდებათ სადმე წასვლა, საქმეების კეთება. მიმართეთ თქვენი ყურადღება შედეგზე და არა უსაფუძვლო სირბილზე. გამონახეთ დრო დაწყებული პროექტების დასასრულებლად.
კურო: ყოველდღიური საქმეების შესრულების დღეა. გახშირდება კომუნიკაცია და ზოგიერთს მივლინებაც გელოდებათ. მუშაობა სიამოვნებას მოგგვრით, თქვენი შრომის შედეგს როცა ნახავთ.
ტყუპი: დილიდან დაგეგმეთ თქვენი საქმეები, შეხვედრები, რათა თავიდან აიცილოთ ქაოსი და გაურკვევლობები. კარგი იქნება, თუ საყიდლების სიასაც შეადგენთ ან თუ მგზავრობას აპირებთ, თან წასაღები ნივთებისას.
კირჩხიბი: საქმიანი შეხვედრების დღეა. გაფრთხილდით, რომ აფერისტების მსხვერპლი არ გახდეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
ლომი: საქმეებს დამოუკიდებლად უფრო კომფორტულად გაუმკლავდებით. იყავით ყურადღებიანი და ტაქტიანი საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას. საკუთარ განცდებზე მხოლოდ ახლობელ ადამიანს ესაუბრეთ.
ქალწული: დილიდან დაგეგმეთ საქმეები, შეხვედრები, მივლინება. ყველაფერი დეტალურად უნდა გქონდეთ გათვლილი. მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან. საკუთარი შრომა მატერიალურად უნდა აგინაზღაურდეთ.
სასწორი: ჩაერთეთ კონკურსებსა და შეჯიბრებაში. დღეს თქვენი დღეა, მიიღებთ შექებას, კომპლიმენტებს და მილოცვებს. საღამოს საჩუქრებსა და სიურპრიზებს ელოდეთ. მარტოხელებს მოულოდნელი ნაცნობობა გელოდებათ სინტერესო ადამიანთან.
მორიელი: დღე ისე დაგეგმეთ, რომ საღამო სასიამოვნო საქმიანობისთვის გამოითავისუფლოთ. დაიწყეთ საქმეების დასრულება. მეტი დრო დაუთმეთ პროექტებს, რაც მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. უამრავ ინფორმაციას მიიღებთ, სადაც სასურველი უნდა გამოარჩიოთ.
მშვილდოსანი: ცვლილებები და განახლება გსურთ. გირჩევთ, თავდაპირველად, დაასრულოთ ძველი საქმეები. დააკვირდით დამოკიდებულებას მეგობრებთან. ზოგიერთთან შეიძლება გაწყვიტოთ კავშირი. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კარგად დაფიქრების შემდეგ მიიღეთ.
თხის რქა: საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დღეა. ყურადღებით მოუსმინეთ ოპონენტს. ეცადეთ, პროფესიონალების გუნდი შექმნათ. მეტად გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები.
მერწყული: გეგმები შეიძლება შეგეცვალოთ პარტნიორების გამო. ეცადეთ, არ მიიღოთ გადაწყვეტილება მათთან შეთანხმების გარეშე. ახლობლებისგან სასიამოვნო ამბები გელოდებათ. დაფიქრდით, რაში ხარჯავთ ფულს, ნამდვილად გჭირდებათ შეძენილი ნივთი?..
თევზები: კარგი დღე გელოდებათ ბიზნესმენ ნიშნებს. იყავით დიპლომატიური. დაუახლოვდით უცხოელ პარტნიორებს. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, რა უნდა შეცვალოთ, გააუმჯობესოთ. სად გჭირდებათ დახმარება და მეტი ცოდნა. იზრუნეთ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე.