კურო
მეგობრები და ნათესავები დაგეხმარებიან და საყვედურსაც არ გეტყვიან. საღამოს დაპატიჟებაზე უარი არ თქვათ. ძილის წინ სასიამოვნო მუსიკას მოუსმინეთ.
ტყუპი
დღე მეგობრულად და საინტერესოდ ჩაივლის. ახალ ინფორმაციას მეტი ყურადღება მიაქციეთ. მატერიალურ დახმარებას მანდილოსანი გაგიწევთ.
კირჩხიბი
დილით ოჯახური, პირადი და ფინანსური საკითხები მოაგვარეთ. საღამო შემოქმეებით საქმიანობას ან საყვარელ ადამიანს დაუთმეთ.
ლომი
არ გაამხილოთ საკუთარი იდეები. საერთოდ, ადამიანებთან ურთიერთობისას დისტანცია დაიცავით. საქმიან სფეროში პარტნიორი რბილი ხასიათითა და ინტელექტით უნდა მოხიბლოთ.
ქალწული
ცოტა ხნით რუტინულ საქმეებს უნდა მოეშვათ და პირადი საქმეები მოაგვაროთ. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრისთვის.
სასწორი
კარგი დღეა ინტელექტუალური სამუშაოსთვის. აგრეთვე პრეზენტაციებისა და შეკრებების მოსაწყობად. დღის ბოლოს მიხედეთ ჯანმრთელობას.
მორიელი
დღისით ემოციები უნდა მოთოკოთ და ყველა სიტუაცია გააანალიზოთ. საღამო რომანტიკულ შეხვედრას ან შემოქმედებით საქმიანობას დაუთმეთ. შესაძლებელია მუსიკალურ შოუზე ან აკვაპარკში დაგპატიჟონ.
მშვილდოსანი
საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები თავისუფალ გარემოში და ლაღად წარმართეთ. საღამო მშვიდ გარემოში, საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
თხის რქა
მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს დღე საქმეების მოსაგვარებლად. გათავისუფლდით ძველი ნივთებისა და ცრუ-მეგობრებისგან. საღამოს დამამშვიდებელ მუსიკას მოუსმინეთ ან სულიერ მეგობართან ისაუბრეთ.
მერწყული
აღიდგინეთ სულიერი და ფიზიკური ბალანსი. დღის განმავლობაში ფინანსური საკითხების მოგვარებას შეძლებთ და კარგ ავანსსაც მიიღებთ.
თევზები
კარგი დღეა ურთიერთობის დასარეგულირებლად, საქმეების მოსაგვარებლად, მთავარია, სიზარმაცემ და პასიურობამ არ იმარჯვოს თქვენზე.