17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

სულიერი განცდების გამო ნუ დააზარალებთ სამსახურის საქმეებს. დაკვირვებულად იმოქმედეთ. კარგი დღეა ფიზიკური აქტიურობისთვის. საღამოს სასიამოვნო მუსიკას მოუსმინეთ.

ტყუპი

გაერკვიეთ საკუთარ სურვილებში, სამსახურის საქმეებში. იყავით მეგობრული გარშემო მყოფებისადმი. მატერიალურ დახმარებას ახლობლებისგან მიიღებთ.

კირჩხიბი

დილა რუტინული საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. არ დაუშვათ შეცდომები, არც ვალდებულებებში, არც ურთიერთობებში. საღამო შემოქმედებითი იდეების განხორციელებას დაუთმეთ.

ლომი

იყავით მეტად დიპლომატიური. გააუმჯობესთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან და მათი ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედეთ. საღამო პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას დაუთმეთ.

ქალწული

დილა დაგროვილი ვალდებულებების შესრულებას დაუთმეთ. კარგი დღეა ახლობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. საღამოს რომანტიკის, თავგადასავლების განწყობაზე დადგებით.

სასწორი

კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კრეატიული იდეების განსახორციელებლად. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობისადმი. ნუ მიიღებთ თქვენთვის უცხო მედიკამენტებს.

მორიელი

აკონტროლეთ ემოციები და ეცადეთ, წვრილმანების გამო არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. საღამო რომანტიკულ განწყობაზე დადგებით. შეიძლება აკვაპარკში მოგინდეთ გასეირნება ან მუსიკალურ შოუზე დასწრება.

მშვილდოსანი

ნუ დაიტვირთავთ თავს ზედმეტი ვალდებულებებით, რუტინით. სასურველია, თავისუფალი გრაფიკით იმოქმედოთ. საღამოს მოიმატებს მოგონებების, რომანტიკის განცდა.

თხის რქა

გათავისუფლდით ცუდი ფიქრების, არაფრისმომცემი საქმეებისა და ცრუ მეგობრებისგან. საღამოს მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში.

მერწყული

დილიდან იზრუნეთ საკუთარ თავზე. ეცადეთ, გაიუმჯობესოთ ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა. მეტი დრო დაუთმეთ ვალდებულებების შესრულებას, ფინანსური საკითხების მოგვარებას.

თევზები

დაძლიეთ სიზარმაცე და დილიდან დაიწყეთ ვალდებულებების შესრულება. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. ნუ იქნებით პასიური და უინიციატივო, განსაკუთრებით სასიყვარულო სფეროში.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით