კვირის მოვლენები
18 ივლისს სილამაზისა და სიყვარულის პლანეტა ვენერა გადავიდა კირჩხიბში. ურთიერთობაში მოიმატებს ჭირვეულობა, ბუტიაობა, მგრძნობელობა. მოგინდებათ მეტი დროის გატარება შინ, ოჯახის წევრების გვერდით, შინაურული წვეულებების მოწყობა.
20 ივლისს მზე და პლუტონი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ასეთი ასპექტი წელიწადში ერთხელ გვაქვს, მაგრამ საკმარისად რთულია. მეორე დღეს, მზე-პლუტონის დაპირისპირებას მთვარეც შეუერთდება და ემოციურობა მოიმატებს. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული, იმატებს ნეგატიური ენერგია. გახშირდება ძალაუფლებისთვის ბრძოლა, დიდი ენერგიის გამოვლენა. მოერიდეთ ხალხის მასებს, უცნობ, უსიამოვნო ადგილებში ყოფნას.
22 ივლისს მზე გადავა თავის ნიშანში - ლომში. მოიმატებთ თვითრეალიზების, შემოქმედებითი იდეების განხორციელების სურვილი. ადამიანებში მოიმატებს ოპტიმისტური განწყობა, მხიარულებისა და გართობის, აგრეთვე ლიდერობისთვის ბრძოლის სურვილი. გამონახეთ დრო შემოქმედებისთვის, მოსინჯეთ თქვენი თავი კულტურის სხვადასხვა საქმიანობაში. გაერთეთ და იმხიარულეთ ბავშვებთან ერთად. მიეცით საკუთარ თავს სილაღის, გართობის, რომანტიკულის, სიყვარულის გამოხატვის უფლება. არ გირჩევთ ეგოისტურობას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
გამოავლენთ უზუსტობებს საქმეებში და დაკვირვებით მოაგვარეთ, ამის გამო არ გირჩევთ კოლეგებთან ურთიერთობების გართულებას. ნუ დატოვებთ უყურადღებოდ იმ ადამიანებს, ვისაც უყვარხართ. იყავით მზრუნველი მშობლების მიმართ. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ, რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
კურო
ამ კვირაში მარტივად მოაგვარებთ იმას, რაც ადრე რთული გეჩვენებოდათ. გახშირდება შეხვედრები საქმიან პარტნიორებთან, კოლეგებთან. მიიღებთ ფულს ადრე შესრულებული პროექტიდან. იზრუნეთ ოჯახში ფსიქოლოგიური კლიმატის გაუმჯობესებაზე. მოგინდებათ ინტერიერის განახლება. იყავით მზრუნველი მშობლებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ.
ტყუპი
გახშირდება შეხვედრები მეგობრებთან და ნათესავებთან. მოგინდებათ საქმეებში უკეთ გარკვევა და შეიძლება ცოდნაც გაიღრმაოთ. დაესწარით ონალაინ კურსებს, ლექციებს. გაფრთხილდით მგზავრობისას, არ დაკარგოთ პირადი ნივთები, ფული. უქმეები საყოფაცხოვრებო ვალდებულებების შესრულებას დაუთმეთ.
კირჩხიბი
დიპლომატიურად მოაგვარეთ საკითხები საქმიან პარტნიორებთან, კონკურენტებთან. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ფული შეიძლება ადრე შესრულებული საქმისგან მიიღოთ. შეიძლება აღადგინოთ ურთიერთობები ძველ კოლეგებთან ან მიუბრუნდეთ გადადებულ საქმეებს.
ლომი
22 ივლისს მზე თქვენს ნიშანში გადმოვა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. საუკეთესო პერიოდი დგება ახალი იდეების განსახორციელებლად, საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად. იზრუნეთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. იყავით ღიმილიანი საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორების მიმართ.
ქალწული
ჩამოწერეთ ვალდებულებები, საქმეების სია და ნურც დასვენებას დაივიწყებთ. გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი. საუკეთესო კვირაა დაწყებული პროექტების დასასრულებლად. აუსრულეთ ახლობლებს დანაპირები. არ გირჩევთ კინკლაობას საყვარელ ადამიანთან.
სასწორი
ყოველდღიური ვალდებულებების პარალელურად გამონახეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად. ერთად შეიძლება ახალ საქმიანობაში ჩაერთოთ ან ზოგიერთის დახმარებით სურვილები აისრულოთ. კვირის მეორე ნახევარში შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა. კარგი იქნება ქალაქგარეთ გამგზავრება და პასიური დასვენება.
მორიელი
იყავით მიზანდასახული და დაკვირვებულად განახორციელეთ ყველა ვალდებულება. მოგეცემათ თავის გამოვლენის, წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. მიიღებთ დახმარებას იმ ადამიანისგან, ვისაც ავტორიტეტად მიიჩნევთ. მოერიდეთ გაურკვევლობას საყვარელ ადამიანთან.
მშვილდოსანი
იყავით დაკვირვებული გარშემო არსებული მოვლენების მიმართ. არ გაართულოთ დამოკიდებულება ხელმძღვნელობასთან. შუა კვირიდან მოგეძალებათ მოგზაურობის, დასვენების სურვილი და შეიძლება სპონტანურად გაემგზავროთ ქალაქგარეთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ მგზავრობის, შვებულების დროს.
თხის რქა
სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. მიიღებთ შედეგს ადრე შესრულებული საქმისგან, დაფასდება თქვენი შრომა. დაკვირვებით მოაგვარეთ მემკვიდრეობასთან, დაზღვევასთნ დაკავშირებული საკითხები. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრებაც. იყავით მზრუნველი და მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ.
მერწყული
საქმეები ისე გადაანაწილეთ, რომ დასვენებისთვისაც დაგრჩეთ დრო. გახშირდება კონტაქტები ახლობლებთან, საქმიან პარტნიორებთან. ზოგიერთმა შეიძლება რომანტიკული მიმოწერა გააბათ ან ახალ გაცნობილთან, ან საქმეების გამო თქვენგან შორს გამგზავრებულ საყვარელ ადამიანთან. კარგი პერიოდია სამედიცინო კვლევის ჩასატარებლად.
თევზები
მშვიდად და დაკვირვებულად მოაგვარეთ პრაქტიკული საკითხები. ნაბიჯ-ნაბიჯ გაუმკლავდებით დაგროვილ საქმეებს, შეკვეთებს. მუშაობის პარალელურად ნურც საკუთარ თავს დაივიწყებთ. ჩაეწერეთ ფიტნესზე, აუზზე. კარგი იქნება დიეტის დაცვა, ვარჯიში. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას მეუღლესთან, მის ნათესავებთან.