პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:56-ზე, მთვარე ქალწულშია
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
ვერძი
თქვენთვის დღის მეორე ნახევარი უფრო პროდუქტიული იქნება. დილით გაგიჭირდებათ სამუშაო რიტმზე მორგება და სიტუაციის სწორად შეფასება. ამიტომ, რთული საქმეებით არ დაიტვირთოთ. სასარგებლოა კოლეგებისა და მეგობრების დახმარება, რომლებიც გთხოვენ.
კურო
კოლეგების მხარდაჭერა გელოდებათ, გაიჩენთ ახალი მნიშვნელოვან ნაცნობებს, მიიღებთ საქმიან შემოთავაზებებს. თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ძალიან დაკვირვებულად მოაწეროთ ხელი დოკუმენტებს. რამდენჯერმე გადაამოწმეთ რა პირობებს აწერთ ხელს.
ტყუპი
დღეს ყველაფერში გაგიმართლებთ, რასაც გააკეთებთ, იღბალი თქვენს მხარეს იქნება. ნუ იჯდებით ოთხ კედელში, მეტი იმოძრავეთ, შეხვდით, მიიღეთ მოსაწვევები. ემოციური ფონიც ამაღლებულია, ამიტომ აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, რათა არ გააფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან.
კირჩხიბი
სიახლე, რომელსაც დღეს მიიღებთ, ძლიერ ემოციებს მოგაყენებთ. მოგიწევთ შრომა, გეგმების შედგენა და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. ახალ ადამიანებთან ურთიერთობა სასიამოვნო იქნება.
ლომი
პასუხის გაცემამდე გულდასმით უნდა აიწონოთ ყველა რისკი, იფიქროთ სარეზერვო გეგმაზე და შეაფასოთ საკუთარი რესურსები. ასე თავიდან აიცილებთ შეცდომებს და არასწორი გადაწყვეტილების გამო რთულ სიტუაციაში არ აღმოჩნდებით. იყავით თავაზიანი და პატივი ეცით ოჯახისა და მეგობრების აზრს.
ქალწული
არსებობს მოულოდნელი შეთავაზების მიღების შესაძლებლობა. მაშინვე არ უპასუხო. დაუთმეთ დრო ფიქრს და მეტი ინფორმაციის მოძიებას. ნუ აჩქარდებით სამუშაო საკითხებში, გააკეთეთ ყველაფერი ფრთხილად და გააზრებულად. დღეს ქალწულებს დაწინაურების დიდი შანსი აქვთ.
სასწორი
დღე შესაფერისია მეგობრებთან შეხვედრის, წვეულების ან ბუნებაში გართობისთვის. რაც უფრო მეტ ახალ ადამიანს გაიცნობთ და ხვდებით მით უფრო მაღალია შანსი გააფორმოთ განსაკუთრებული ან მომგებიანი კონტრაქტი. გააკეთეთ რაღაც ახალი, რისი დროც აქამდე არ გქონდათ.
მორიელი
ეცადეთ, ყურადღება მიაქციოთ ოჯახს, მეტი დრო გაატაროთ მათთან, ერთად გააკეთოთ რამე. თუ თქვენ შორის რაიმე პრობლემაა, კარგი დღეა ყველა უთანხმოების მოსაგვარებლად და კომპრომისისთვის. სცადეთ მუშაობის ახალი გზები, ექსპერიმენტი.
მშვილდოსანი
დღეს არ უნდა გაუმკლავდეთ ფინანსურ საკითხებს და არ აიღოთ სხვისი ფული, არსებობს მისი დაკარგვის ან ზედმეტი დახარჯვის შანსი. თქვენმა სიმკაცრემ ან გადაჭარბებულმა კრიტიკამ შეიძლება დააზიანოს საყვარელი ადამიანი, ამიტომ იყავით თავაზიანი და ტაქტიანი, არ აქვს მნიშვნელობა ვის ესაუბრებით.
თხის რქა
ფულთან ურთიერთობისას ფრთხილად იყავით, არ გასესხოთ. კარგი დღეა გულწრფელი საუბრისთვის პარტნიორებთან. განიხილეთ საკითხები, რომლებიც გაწუხებთ, იპოვეთ გამოსავალი, რომელიც ორივესთვის მომგებიანი იქნება. ასევე, კოლეგებთან საქმიანი საკითხების განხილვა მოგცემთ საშუალებას, წინ წახვიდეთ ბიზნესში.
მერწყული
მოემზადეთ სიურპრიზებისთვის, მოულოდნელი ამბებისთვის, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენზე. ნუ გარისკავთ სამუშაო საკითხებში, გამოიყენეთ ნაცადი მეთოდები. შესაძლოა, გეგმების მკვეთრი შეცვლა, ნუ იქნებით იმედგაცრუებული, შეეცადეთ ისარგებლოთ ამით.
თევზები
იყავით უფრო თამამი, უარი თქვით იმაზე, რაც აღარ გჭირდებათ ან შეგიქმენით დისკომფორტს. დღეს თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება, მოიშოროთ ზედმეტი ბალასტი. რთულ სიტუაციებში მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. კომუნიკაცია რთული და ემოციური იქნება, შეეცადეთ არ დაიწყოთ ჩხუბი.