18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დილიდან სამსახურის საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. შეიძლება ახალი მოვალეობები გაგიჩნდეთ. გაუფრთხილდით თვალებს.

ტყუპი

შეხვედრებითა და საქმეებით დატვირთული დღე გელით. დახმარებისთვის მიმართეთ იმ ადამიანებს, ვინც უსასყიდლოდ დაგეხმარებათ და იდეებსაც მოგაწვდით.

კირჩხიბი

საჭირო ადამიანებს გაიცნობთ და მათი დახმარებით დაგროვილ საქმეებს მოაგვარებთ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ოჯახური ტრადიციების აღსადგენად.

ლომი

პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. დღეს მოაგვარებთ საქმეებს, რომლებიც ადრე არ გამოგდიოდათ. თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება ფინანსური საკითხებიც.

ქალწული

გარშემო მყოფების მიმართ რაც უფრო კეთილგანწყობილი იქნებით, მით უკეთესი თქვენთვის. თანამოაზრეები ახალი იდეებით დააინტერესეთ და მათთან ერთად განახორციელეთ ისინი.

სასწორი

ფინანსებთან დაკავშირებით მოერიდეთ კონფლიქტს. დღეს შეიძლება ბრალი დაგდონ, საყვედური გითხრან. ნუ ეცდებით საკუთარი თავის, საქციელის გამართლებას. ასე უფრო დაამძიმებთ სიტუაციას.

მორიელი

არ გაგიჭირდებათ ახალი სამსახურის, შემოსავლის წყაროს პოვნა. ნუ აურევთ ერთმანეთში მეგობრობასა და პროფესიულ საქმიანობას, თორემ, მეგობრების გარეშეც დარჩებით და ფულისაც.

მშვილდოსანი

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან, საყვარელ ადამიანთან. ნუ ეცდებით მათ საქმეებში ჩარევას და მათ გაკონტროლებას.

თხის რქა

მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, ნერვების მოშლას. საყვარელ ადამიანზე ნუ იეჭვიანებთ, ერთად გაანალიზეთ სიტუაცია. გახსოვდეთ, უსიამოვნებები ბედნიერს ვერ გაგხდით.

მერწყული

დღის პირველ ნახევარში მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან.

თევზები

საინტერესო ნაცნობობა გელით. მოსალოდნელია ახალი საქმიანი პარტნიორების გაჩენა და ხელშეკრულებების გაფორმება.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით