დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ.
მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ.
მეტად დაისვენეთ.
ცუდია მოგზაურობა, შორ მანძილზე მგზავრობა.
ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები.
არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი.
არ შეიჭრათ თმა!
ამ დღეს დაბადებული ადამიანი ღრმა სიბერემდე მიაღწევს, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ბავშვური, მიამიტი და მეოცნებე იქნება.
ამ დღის ქვებია: ბრილიანტი და მთის ბროლი. თუმცა, გაფრთხილდით, ბრილიანტის ტარება ყველასთვის მიზანშეწონილი არაა.
მთვარის პირველი დღე დაიწყება 9:30
მთვარე თხის რქის ზოდიაქოში გადავა 17:33
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე თხის რქაში
გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
კარგი დღეა სამიწათმოქმედო სამუშაოსთვის. შინაურ ცხოველებთან (განსაკუთრებით ძაღლთან) კონტაქტი.
კარგია სუნთქვითი ვარჯიშები.
მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით.
არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.