18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღეა ცვლილებებისთვის, გათავისუფლდით იმისგან რაც არ მოგწონთ საკუთარ თავში, რაც გაფერხებთ წინსვლაში. მაგრამ გაუფრთხილდით იმას, რაც დიდი ძალისხმევის შედეგად მოიპოვეთ. პირად ურთიერთობებში ცვლილებებია მოსალოდნელი.

ტყუპი

კარგი დღეა ორიგინალური იდეების განსახორციელებლად. ახლობლების დასახმარებლად. მეტი ყურადღება მიაქციეთ საოჯახო საქმეებს. პირად ურთიერთობაში მეტი მზრუნველობა გმართებთ პარტნიორის მიმართ.

კირჩხიბი

ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ გამოიჩენთ ინიციატივას. დააკვირდით მოვლენებს. მოერიდეთ ხარჯს. თუ ძველისგან არ გათავისუფლდებით, ახალი თქვენს ცხოვრებაში ვერ შემოვა. ამიტომ, დაფიქრდით და იმოქმედეთ.

ლომი

საკმარისი დრო უნდა დაუთმოთ როგორც საოჯახო საქმეებს ასევე სამსახურებრივს და ეცადეთ, მაქსიმალურად ყურადღებით იმოქმედოთ, რათა ერთი საქმე ორჯერ არ გაგიხდეთ გასაკეთებელი. კარგი დღეა ახალი ცხოვრებისეული გეგმების შედგენად.

ქალწული

თუ კამათისა და ურთიერთობების გარჩევისგან თავს შეიკავებთ, მეტი დრო დაგრჩებათ საქმეების მოსაგვარებლად. მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უხუცეს წევრებს. სასიამოვნო საყიდლები გელით ანტიკვარულ მაღაზიებსა და ძველმანების ბაზრობაზე.

სასწორი

კარგი დღეა დაწყებული საქმეების გასაგრძელებლად. უმნიშვნელო უსიამოვნებებს ყურადღებას ნუ მიაქციევთ, აკეთეთ თქვენი საქმე. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ვირუსული ან ინფექციული დაავადება არ შეიხვედროთ.

მორიელი

კარგი დღეა დაწყებული საქმეეების დასასრულებლად, ვალების გასასტუმრებლად. შეიძლება გამოჩნდნენ ძველი მეგობრები, კოლეგები, განმეორდეს ძველი სიტუაციები, დააკვირდით მოვლენებს და გაიაზრეთ შეცდომები. საჭირო თემაზე ნუ მოგერიდებათ კითხვების დასმა, მაქსიმალურად მოიძიეთ ინფორმაცია. გარშემო მყოფები კომპლიმენტებითა და საჩუქრებით გაანებივრეთ.

მშვილდოსანი

მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ, რადგან მოსალოდნელია განწყობისა და გეგმების ცვლილება. გამოიჩინეთ მოთმინება, ეცადეთ სიტუაციის გაუმჯობესებას და მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ემოციის გამოვლენისგან.

თხის რქა

შეძლებისდაგვარად გათავისუფლდით სერიოზული საქმეებისგან და დრო დასვენებას, სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ. მოერიდეთ საყიდლებს. გამოიძინეთ.

მერწყული

გარშემო მყოფებისგან მეტ სარგებელს მიიღებთ, თუ მათ მიმართ მეგობრული და კეთილგანწყობილი იქნებით. კარგია შეცდომების გამოსწორება. პარტნიორებთან ურთიერთობების გარჩევა დიპლომატიურად.

თევზები

დაისვენეთ, მეტი დრო გაატარეთ სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში და შეასრულეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმეები. გაიხსენეთ მივიწყებული ახლობლები, შეეხმიანეთ. კარგი დღეა სპორტისა და ცეკვისთვის.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით