18 ივლისი ასტროლოგიური პროგნოზი

18 ივლისი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:57-ზე, მთვარე ლომშია 07:40-დან

კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.

ვერძი

სამშაბათს მიიღებთ სიახლეებს, რომლებსაც თავდაპირველად უსიამოვნოდ აღიქვამთ, მაგრამ არ აჰყვეთ ემოციებს. ცოტა ხანში მიხვდებით, რომ რაც მოხდა მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ და ამას მალე ნახავთ.

კურო

ახალი საქმეების, პროექტების დაწყების დღეა, ენდეთ თქვენს ინტუიციას. დღეს არ გირჩევთ ახალგაცნობილებთან შეკამათებას. ჩამოწერეთ თვის ბიუჯეტი.

ტყუპი

დღეს არის შანსი, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა გქონდეთ საქმეში, რომელიც დიდი ხანია უიმედო ჩანდა. გახსოვდეთ, ვინც ჯიუტად მიიწევს მიზნისკენ და სამყარო დაეხმარება.

კირჩხიბი

დღეს გექნებათ შანსი გააუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. არ იჩქაროთ უარი თქვათ საქმიან შეთავაზებებზე და ახალ პროექტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი არ მოგეჩვენებათ ძალიან პერსპექტიული ან გეშინიათ, რომ ვერ გაუმკლავდებით.

ლომი

კარგი დღეა დიეტის დასაწყებად, ვარჯიშის და სულიერი პრაქტიკებისთვის. თუ თქვენ გეგმავთ ცუდი ჩვევების მიტოვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, დაიწყეთ დღესვე!

ქალწული

შესანიშნავი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, სწავლისთვის. საღამოს გაგიჩნდებათ გართობის, ურთიერთობის სურვილი. წადით სტუმრად ან ხმაურიან ღონისძიებაზე.

სასწორი

დღეს ბალანსი უნდა დაიცვათ საკუთარ სურვილებსა და გარემოებებს შორის. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ცოტა მოითმინეთ, სიტუაცია მალე დასტაბილურდება და გაირკვევა, როგორ მოიქცეთ.

მორიელი

დილიდან ჩამოყალიბდით, რის მიღწევას აპირებთ, რა გსურთ. იგრძნობთ ძალების მოზღვავებას და მოქმედების სურვილს. იმოქმედეთ გააზრებულად და გადადგით გონივრული ნაბიჯები.

მშვილდოსანი

დღეს შესაძლებელია წარმოიშვას სხვებთან კომუნიკაციის სირთულეები - თქვენმა იმპულსურობამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. თუ შესაძლებელია, შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ კონტაქტი, მეტი დრო დაუთმეთ ახალი იდეების განხორციელებას.

თხის რქა

დღეს არ შეიძლება დინებას გაჰყვეთ. უნდა აკონტროლოთ სიტუაცია, გამოავლინოთ ინიციატივა. იყავით საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრა იმ ადამიანთან, რომელთანაც ოდესღაც მეგობრობა ან საერთო საქმე გაკავშირებდათ.

მერწყული

მშვენიერი, ხალისიანი დღე გელოდებათ, აღსავსე ჰარმონიითა და პოზიტიური ენერგიებით. წარმატებას მიაღწევთ ყველაფერში, რასაც ხელს მოკიდებთ. არ გაუშვათ შანსი ხელიდან, გაიუმჯობესოთ სამსახურის საქმეები და გაატაროთ საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად.

თევზები

დღეს მშვიდობისმყოფელის როლი უნდა შეასრულოთ. დაეხმარეთ გარშემო მყოფებს საერთო გამოსავლის პოვნაში, შესთავაზეთ კომპრომისი. უბრალოდ არ დაიჭიროთ არც ერთი მოკამათის მხარე. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში.