პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:25-ზე, მთვარე ქალწულშია
ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა, ვარჯიში, ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
ვერძი: დაგეგმეთ მგზავრობა და იურიდიული საკითხების მოგვარება. არ დაარღვიოთ კანონი და არ შეილახოთ რეპუტაცია. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
კურო: შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა და დაიწყეთ საკუთარი სურვილების ასრულება. წარსულში შესრულებული საქმიანობა მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.
ტყუპი: დღეს სახლიდან მუშაობით, განმარტოებულად უფრო მეტ შედეგს მიაღწევთ, ვიდრე ვინმეს დახმარებით. გახშირდება ფიქრი ემიგრაციაზე, უცხოეთში ახალი ცხოვრების დაწყებაზე.
კირჩხიბი: მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ ინტერნეტით, რომანი შეიძლება გააბათ ასაკით უმცროს ადამიანთან. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური წვეულება.
ლომი: ცვლილებები გელოდებათ პირად ურთიერთობაში. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ დაქორწიება. საყვარელ ადამიანთან ერთად შეთანხმდით, როგორ უნდა გაგრძელდეს თქვენი თანაცხოვრება.
ქალწული: ხანდახან ზოგიერთი ადამიანი ან სირთულე ნერვებს გიშლით, მაგრამ შეიძლება სწორედ ესაა ის საქმე, რაც წარმატებას მოგიტანთ ან რჩევაა გამოსადეგი. შემთხვევით არაფერი ხდება და ყველაფრისგან უნდა მიიღოთ გაკვეთილი.
სასწორი: იოლად მოაგვარებთ რთულ საკითხებსაც კი. იყავით მადლიერი იმ ადამიანებისა, ვინც უსასყიდლოდ გეხმარებათ. დატკბით სასიამოვნო მომენტებით, არც კი გაივლოთ უსიამოვნო ფიქრები.
მორიელი: მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ, თუ გსურთ, საქმიანი ან სასიყვარული კავშირის შენარჩუნება, მაგრამ თუ ხვდებით, რომ პარტნიორთან ურთიერთობა შეუძლებელია, უნდა დასრულოთ.
მშვილდოსანი: თუ აქამდე თავით იყავით გადავარდნილი ვალდებულებების შესრულებაში, ახლა იზრუნთ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. გაიუმჯობესთ კვების, სუფთა ჰაერზე ყოფნის, ვარჯიშისა და ძილის რეჟიმი.
თხის რქა: მოგინდებათ საკუთარი თავის მეტად განებივრება. საინტერესო ცვლილებები გელოდებათ პირად ურთიერთობაში. გადაწყვეტთ რომანტიკული ურთიერთობის გასერიოზულება.
მერწყული: შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფები თქვენს წინააღმდეგ არიან განწყობილნი. ეცადეთ, ობიეტურად შეაფასოთ მოვლენები. თქვენი საუკეთესო თვისება - მიზანდასახულობა უნდა გამოავლინოთ.
თევზები: საქმეები ისეთ ადამიანებთან ერთად დაიწყეთ, ვინც არ გიღალატებთ და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. თუ საყვარელ ადამიანზე უფრო მეტს იფიქრებთ, ვიდრე საკუთარ თავზე, ურთიერთობას გაიუმჯობესებთ.