ავტორი:

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 23:49-ზე, მთვარე 08:44-ზე ლომის ზოდიაქოს ესტუმრება

სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. იმატებს შემოქმედებითი განწყობა, ფლირტის სურვილი. არ გადაიღალოთ, გაუფრთხილდით გულს. მიირთვით კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები. კარგია ზურგის გავარჯიშება. შეამცირეთ მარილიანი პროდუქტების ჭამა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს.

ვერძი: მოერიდეთ აგრესიულობას გარშემო მყოფების მიმართ. არ გირჩევთ ძალის უხეშად გამოვლენას. გახსოვდეთ, რომ დუმილი ოქროა. განსაკუთრებით პრეტენზიების გამოთქმისას.

კურო: მაქსიმალურად დიპლომატიურად იმოქმედეთ, მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. საღამო მშვიდ, სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.

ტყუპი: ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. ახალი იდეების განხორციელება გსურთ, მაგრამ ჯერ კარგად გაერკვიეთ დეტალებში, რათა არ დაუშვათ შეცდომები და არ მოგიწიოთ ნამუშევრების რამდენჯერმე გადაკეთებამ.

კირჩხიბი: საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დღეა. ყველასთვის გასაგებად გამოთქვით თქვენი მოსაზრება. მუშაობისას ყურადღებით იყავით, ყველა თქვენნაირი პასუხისმგებლიანი ნუ გგონიათ, ყველა დეტალი გადაამოწმეთ.

ლომი: იყავით მომართული დაწყებული პროექტების წარმატებით დასრულებაზე. არ გირჩევთ კამათს მშობლებთან, და-ძმებთან, ნუ გაიხსენებთ წარსულ წყენას.

ქალწული: იყავით დაკვირვებული ფინანსური საკითხების მოგვარებისას. არავის ენდოთ სიტყვაზე, გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია.

სასწორი: დიპლომატიურობითა და ჰარმონიულობით რთულ საკითხებსაც კი დელიკატურად მოაგვარებთ. საღამო გამოითავისუფლეთ მეგობრებთან შესახვედრად, მხიარულებისთვის.

მორიელი: მეტი დახმარება და მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ. ხანდახან მათი ინტერესები საკუთარზე წინ უნდა დააყენოთ. სიმართლის დასამტკიცებლად არ გირჩევთ აგრესიულობას, ძალის გამოყენებას.

მშვილდოსანი: მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. ფრთხილად იყავით, რომ კარგი საქმის გაკეთება გინდოდეთ, ახლობლისთვის და ცუდად არ შემოგიტრიალდეთ.

თხის რქა: გააუმჯობესეთ დამოკიდებულებას თანამდებობით უფროს ადამიანებთან. ნუ მიატოვებთ დაწყებულ პროექტებს, დაასრულეთ ისინი. გაფრთხილდით, რომ არ გაცივდეთ.

მერწყული: დაკვირვებული იყავით დოკუმენტების შედგენისას, საქმიანი მოლაპარაკებების დროს. დარწმუნდით, რომ ყველამ სწორად გაიგო თქვენი ნათქვამი. გადახედეთ ფინანსებს, აკონტროლეთ ბიუჯეტი.

თევზები: ერთდროულად რამდენიმე საქმეში იქნებით ჩართული. და მეტი ყურადღება გამოიჩინეთ, რომ არაფერი გამოგრჩეთ. გაუფრთხილდით პირად ნივთებს, არაფერი დაკარგოთ.