კურო
კარგი დღეა ვალების – როგორც მატერიალური, ისე მორალური – გასასტუმრებლად. დანაპირების შესასრულებლად.
ტყუპი
წარსულში შესრულებული სამუშაო, ქმედებები დღეს გამოიღებს ნაყოფს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული ტკბილი იქნება ეს ნაყოფი, თუ მწარე.
კირჩხიბი
საწინააღმდეგო სქესთან ნაცნობობა მომავალში ან რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება, ან – საქმიანში.
ლომი
სასიამოვნო მოგონებები დაგრჩებათ დღევანდელი დღისგან, თუ მას ნათესავებთან ან მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაატარებთ.
ქალწული
დილიდანვე პოზიტიურ განწყობაზე "გადაერთეთ". კარგი დღეა იმიჯის, ჩაცმის სტილის, ინტერიერის შესაცვლელად.
სასწორი
ნაკლები იფიქრეთ სამუშაოსა და პროფესიონალურ საქმიანობაზე. მეტად დაისვენეთ, დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს.
მორიელი
მეტად ემოციური და გაღიზიანებული ხართ. მაქსიმალურად შეამცირეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, განსაკუთრებით ახლობლებთან.
მშვილდოსანი
დიდი ხნის უნახავ მეგობართან შეხვედრა და გულითადი საუბარი სასიამოვნო განწყობასაც შეგიქმნით და ბევრ რამეზეც "აგეხილებათ თვალი".
თხის რქა
შეიძლება ოჯახურ წვეულებაზე დაგპატიჟონ. ზოგიერთებს კი ნათესავებისა და მეზობლების პრობლემების მოგვარება მოუწევთ.
მერწყული
საინტერესო წინადადებს მიიღებთ, რომელზეც უარის თქმა დანაშაული იქნება, მაგრამ მაინც ჰკითხეთ რჩევა სპეციალისტებს.
თევზები
რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ მოშურნეების აზრს, მით მშვიდად გაატარებთ ამ დღეს.