კურო
შემოქმედებით საქმიანობაში დღეს სულიერ სიმშვიდეს ჰპოვებთ, მომავალში – მატერიალურ კეთილდღეობას. ნათესავები და ახლობლები თქვენს წამოწყებას სიხარულით შეხვდებიან და ყოველმხრივ დაგეხმარებიან. საღამოს შეიძლება მადის მომატება იგრძნოთ.
ტყუპი
კარგი დღეა საყიდლებისთვის. შეიძლება ანტიკვარული ან ძვირად ღირებული ნივთი ჩაგივარდეთ ხელში. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, სამსახურებრივ საქმეებში გაგიმართლებთ და დღეს თუ არა, ცოტა ხანში მაინც დაგაწინაურებენ.
კირჩხიბი
კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, სწავლისა და ახალ სფეროებში გასარკვევად. მარტივად შეძლებთ ბიზნესის გაფართოებას ან საზღვარგარეთელ კოლეგებთან მეგობრული კავშირის დამყარებას.
ლომი
შეხვედრები მეგობრულ, მხიარულ გარემოში წარმართეთ. ასე უფრო მეტ შედეგს მიაღწევთ, ვიდრე დაძაბულ სიტუაციაში. აგრეთვე, მეტად მოსიყვარულე და მზრუნველი უნდა იყოთ საყვარელი ადამიანების მიმართაც.
ქალწული
შეიძლება გარშემო მყოფებისგან უსიამოვნება იგრძნოთ, მაგრამ გაჩნდებიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მშეობელივით დაგეხმარებიან. ნუ იქნებით სხვების მიმართ კრიტიკული.
სასწორი
ნაკლები ილაპარაკეთ და საქმით დაამტკიცეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. კარგი დღეა სხვათა დასახმარებლად, მოსასმენად, დასამშვიდებლად. ეცადეთ, კარგი ურთიერთობა დაამყართ უფროსთან.
მორიელი
მეტად იაქტიურეთ. კარგი დღეა აქტიური დასვენებისთვის რომანტიკისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
მშვილდოსანი
მთელ დღეს კომფორტსა და ფუფუნებაში გაატარებთ. ზოგიერთებს ამ სიამოვნებას მდიდრული სასტუმრო მიანიჭებს, დანარჩენებს – ოჯახის წევრები.
თხის რქა
კარის გაჯახუნებას ყოველთვის მოასწრებთ. უმჯობესია, დღეს რომანტიკული ვახშამი მოაწყოთ სანთლების ფონზე. აგრეთვე კარგია დღესასწაულების მოწყობა და მხიარულება.
მერწყული
სრულიად მოულოდნელად მატერიალურ ჯილდოს ან მემკვიდრეობას მიიღებთ, რაც საშუალებას მოგცემთ, შეიძინოთ ის, რაზეც დიდხანს ოცნებობდით. შესაძლებელია, გახარებულმა, მეგობრებსა და ახლობლებს მდიდრულად გაუმასპინძლდეთ.
თევზები
ფორტუნა თქვენს მხარესაა, გაგიმართლებთ სამსახურებრივ და შემოქმედებით საქმიანობაში. ბავშვები თავიანთი წარმატებებით გაგახარებენ