კვირა, მთვარის მეათე დღე დაიწყება 11:32-ზე, მთვარე ტყუპშია
თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. სწავლა გაგიადვილდებათ. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი.
ვერძი
თანდათან ჩაერთეთ სამუშაო რიტმში. დღეს არ უნდა დაიწყოთ რთული საქმეები. შეეცადეთ შეასრულოთ სასიამოვნო სამუშაო, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ. კომუნიკაციის დროს იყავით უფრო თავშეკავებული, ნუ აფრქვევთ ემოციებს საყვარელ ადამიანებზე.
კურო
გაზვიადება სიტუაციის რეალისტურ შეფასებასა და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში შეგიშლით ხელს. დღეს გარემოებები შეიცვლება, ამიტომ გეგმები არ უნდა შეადგინოთ: ისინი შეიძლება შეიცვალოს და სიტუაციაზე მორგებამ მოგიწიოთ. თქვენი რჩევები დაეხმარება თქვენს ახლობლებს.
ტყუპი
მშვიდად უნდა აღიქვათ მიმდინარე მოვლენები, არ ინერვიულოთ და არ მოახდინოთ სიტუაციის დრამატიზირება. ვიღაცამ თქვენი ახლო წრიდან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს გეგმებს და იმედი გაგიცრუოთ. საღამოს წადით საინტერესო ადგილას, შეიცვალეთ გარემო.
კირჩხიბი
კარგი დღეა ჰობისთვის, შემოქმედებითი იდეის განსახორციელებლად. შეგიძლიათ შეასრულოთ ძველი დავალება, რომელიც ადრე მუდმივად გადადებული გქონდათ. მოუსმინეთ უფროსების რჩევებს.
ლომი
დაუთმეთ დღე საკუთარ თავს და თქვენს ჯანმრთელობას. თუ რამე გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს. დაეხმარეთ თქვენს იმუნურ სისტემას, დაიწყეთ ვიტამინების მიღება, გამოიძინეთ. დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი. ფიზიკური აქტიურობა თავს უფრო ენერგიულად გაგრძნობინებთ.
ქალწული
იპოვეთ მხიარული, ხალისიანი ადამიანები, რომლებიც თქვენი გეგმის განხორციელებაში დაგეხმარებიან. ეს ენერგიას მოგცემთ მთელი დღის განმავლობაში და აგიმაღლებთ განწყობას. საღამო დაუთმეთ საყვარელი ჰობის. მოერიდეთ ნეგატიურ საუბრებს, რთულ თემებს.
სასწორი
ჯანსაღი ცხოვრების წესი დაგეხმარებათ თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი. გაისეირნეთ პარკში. საჭიროების შემთხვევაში დაიწყეთ ვიტამინების მიღება. რაციონიდან გამორიცხეთ ცხიმიანი და ცხარე საკვები. ნუ დაგეგმავთ რთულ დავალებებს, რომლებსაც ვერ შეასრულებთ.
მორიელი
თქვენს საყვარელ ადამიანს ყურადღება სჭირდება. კარგი დღეა გულწრფელი საუბრისთვის და რთულ საკითხებში გარკვევისთვის. იყავით უფრო რბილი და ტაქტიანი, რათა არ შეურაცხყოთ თქვენი საყვარელი ადამიანი, აკონტროლეთ სიტყვები და გამონათქვამები.
მშვილდოსანი
გაატარეთ ეს დღე ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. მათ შეუძლიათ დაგეხმარონ, მოგცეთ კარგი რჩევა. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, ეს დაგეხმარებათ პირად ურთიერთობებშიც და ბიზნესპარტნიორებთან კომუნიკაციაშიც.
თხის რქა
გირჩევთ გაატაროთ დღე ოჯახთან ერთად, წახვიდეთ სადმე ერთად და განიხილოთ აქტუალური საკითხები. არსებობს ახალი ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობა, რომელიც ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ.
მერწყული
დააკვირდით რა ხდება თქვენ გარშემო, მოუსმინეთ საუბრებს. დღეს წინათგრძნობა მოგცემთ მნიშვნელოვან მინიშნებებს. შესაძლებელია საბედისწერო შეხვედრა ადამიანთან, რომელსაც დაუახლოვდებით. შეინარჩუნეთ კარგი განწყობა, ისაუბრეთ პოზიტიურ ადამიანებთან.
თევზები
დაუთმეთ დღე სასიამოვნო აქტივობებს, იარეთ აუზზე, გაიკეთეთ მასაჟი, ეწვიეთ სპორტდარბაზს. თქვენს იმუნურ სისტემას სჭირდება მოფრთხილება. იკვებეთ ჯანსაღად. გირჩევთ, მოერიდოთ გაღიზიანებულ ადამიანებს და არ ჩაერთოთ მათთან კამათში.