კურო
მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად გაემგზავრეთ საყიდლებზე. ძილის წინ მიიღეთ არომატული აბაზანა, წაიკითხეთ წიგნი. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
ტყუპი
გათავისუფლდით ნეგატიური ფიქრებისგან. მუშაობისას ნუ აჩქარდებით, მაგრამ ნურც გართობაზე მოცდებით. საყვარელ ადამიანს ნუ მოუწყობთ ეჭვანობის სცენას. დაფიქრდით, იქნებ თავად მას აქცევთ ნაკლებ ყურადღებას?..
კირჩხიბი
არ გადაიღალოთ ემოციურად, მოერიდეთ თქვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას. ოჯახის წევრებისთვის მყუდრო ატმოსფერო შექმნით. დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნება საყვარელ ადამიანთან.
ლომი
რჩევა სპეციალისტებს ჰკითხეთ, დაიხმარეთ გამოცდილი მეგობრები და უპრობლემოდ მოაგვარებთ ყველა უსიამოვნებას. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, ნათესავებს. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მომთმენი და მოსიყვარულე იყავით.
ქალწული
დღეს შესრულებული საქმეები მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობისადმი. საყვარელ ადამიანის მიმართ იყავით მეტად რომანტიკული.
სასწორი
მოაწესრიგეთ მხოლოდ გადაუდებელი საქმეები. მეტად დაისვენეთ. მეუღლეს წვრილმანების გამო ნუ წაეჩხუბებით. საყვარელი ადამიანი რთულ სიტუაციაში არ მიგატოვებთ.
მორიელი
ნუ დახარჯავთ დროსა და ფულს იმაზე, რაც არ გჭირდებათ. ნუ დაკარგავთ ძველ, საქმიან კავშირებს. რომანტიკული ნაცნობობა გახშირდა და უნდა ჩამოყალიბდეთ, ვისთან გსურთ ურთიერთობის გაგრძელება და ვისთან მეგობრებად დარჩენა.
მშვილდოსანი
ძველი საქმეების დასრულებასაც შეძლებთ და ახლების განხილვასაც. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. საყვარელმა ადამიანმა უყურდღებობაში რომ არ დაგადანაშაულოთ, გამონახეთ მისთვის დრო.
თხის რქა
გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები საკუთარ და კოლეგების საქმეებში. თუმცა, სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. თუ სიმპათიის გულის მოგება გაქვთ გადაწყვეტილი გაბედულად უნდა იმოქმედოთ.
მერწყული
კარგი დღეა მოლაპარაკებების დასანიშნად, ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ოჯახის წევრებთან გულახდილი საუბარი უსიამოვნებებს აგარიდებთ. საყვარელი ადამიანის მიმართ მომთხოვნი და ეჭვიანი ნუ ხართ.
თევზები
სასურველის მისაღწევად მეტად უნდა გააქტიურდეთ. გახსოვდეთ, ბედნიერება არის ის, რაც გაქვთ, ნუ ეძებთ მას სხვაგან. საოჯახო საკითხები მეუღლესთან შეთანხმებულად მოაგვარეთ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.