19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღეა გულახდილი საუბრებისთვის. საინტერესო ნაცნობობა გელით. ეცადეთ, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიიღოთ თქვენთვის საინტერესო თემაზე. საღამოს მეგობრებს შეეხმიანეთ და ერთად დაგეგმეთ ხვალინდელი დღე.

ტყუპი

აქტიური და ენერგიული ხართ. საქმესაც ადვილად მოათავებთ და არც გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაგიჭირდებათ. რომანტიკულ განწყობაზე ხართ და ეცადეთ, საყვარელი ადამიანი სასიამოვნოდ გააოცოთ. თუნდაც, ერთად დაგეგმეთ ხვალინდელი დღე.

კირჩხიბი

მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი სიკეთეს არ მოგიტანთ. ეცადეთ, ახლობლებზეც იზრუნოთ, მათთვის რაიმე სასარგებლო გააკეთოთ. ნებისმიერი დაძაბული სიტუაცია იუმორით განმუხტეთ.

ლომი

კარგი დღეა ფიზიკური და გონებრივი აქტივობისთვის. მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლების და განსაკუთრებით საყვარელი ადამიანის მიმართ. თუ მისი ნახვის საშუალება არ გაქვთ, ხშირად შეეხმიანეთ ტელეფონზე.

ქალწული

მეგობრებთან და ნათესავებთან შეხვედრა მხიარულ განწყობაზე დაგაყენებთ. ზოგიერთები მოერიდეთ კრიტიკულ შენიშვნებს და ნაადრევი დასკვნების გამოტანას.

სასწორი

დასვენებას მხოლოდ საღამოს მოახერხებთ. შეარჩიეთ საინტერესო წიგნი ან საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ. დღის განმავლობაში კი მუშაობა მოგიწევთ და ეცადეთ, მაქსიმალურად ყურადღებით იყოთ.

მორიელი

გარემოს ხშირი შეცვლა, სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანთან შეხვედრა გელით. თავადაც გამხიარულდით და ნურც სხვებს შეუშლით გართობაში ხელს. აგრეთვე კარგი დღეა ტექნიკისა და ელექტრონივთების შესაძენად.

მშვილდოსანი

კარგი დღეა ლიტერატორთა და ჟურნალისტთათვის. საშუალება მოგეცემათ ღიად გამოხატოთ თქვენი აზრი. ამიტომ, მაქსიმალურად გულახდილი უნდა იყოთ და მეტყველებისას მოერიდეთ უცენზურო სიტყვებს. კარგი დღეა ბავშვებთან, თინეიჯერებთან ურთიერთობისთვის. მათთან ერთად თავს მათ თანატოლად იგრძნობთ.

თხის რქა

კარგი დღეა შეხვედრებისა და აზრთა გაცვლისთვის, მაგრამ საკუთარ იდეებს ყველას ნუ გაუმხელთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას.

მერწყული

ახლის შესწავლის, ურთიერთობისა და ინტელექტუალური თამაშებისთვის საუკეთესო დღეა. აგრეთვე კარგი დღეა ახალი ნაცნობების გასაჩენად. მათთან ერთად ახალი პროექტები განიხილეთ.

თევზები

ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ, ნუ გადადებთ ხვალისთვის. კარგი დღეა საყიდლებისა და გადასახადების გადასახდელად. ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ ბინის რემონტი ან ინტერიერის შეცვლა.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით