ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 08:04-ზე, მთვარე 23:08-ზე ესტუმრება თხის რქას
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები; მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ქორწინებისა და ნიშნობისათვის. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
ვერძი
კარგი დღე კომუნიკაციისთვის, გაგიადვილდებათ გარშემო მყოფებთან საუბარი, ახალი ადამიანების გაცნობა. ეს ეხება როგორც ბიზნესს, ასევე პირადს.
კურო
დღეს თქვენთვის ადვილი და სასიამოვნოა საქმის კეთება და სირთულეების გადალახვა. ძველ მეგობრებთან შეხვედრა მხიარულ განწყობას მოგიტანთ.
ტყუპი
ბიზნესში გაგიმართლებთ. როცა სირთულეების წინაშე სხვები უკან იხევენ, თქვენ თამამად იღებთ დავალებას და წარმატებას აღწევთ. ახლობლებს მხარი დაუჭირეთ კეთილი სიტყვით ან საქმით.
კირჩხიბი
დილით შესაძლებელია მცირე უსიამოვნებები ან შეცდომები სამსახურში. მოთმინებით მოეკიდეთ ყოველდღიურ ვალდებულებებს. საღამოს რომანტიული შეხვედრა გელოდებათ.
ლომი
დაფიქრდით ნებისმიერი სიტყვისა თუ მოქმედების შედეგებზე. შეეცადეთ მოაგვაროთ ყველა კონფლიქტური სიტუაცია და ყურადღება არ მიაქციოთ არაკეთილსინდისიერებს.
ქალწული
გამძლეობა და თავშეკავება პრობლემებსა და რთულ სიტუაციებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. განსაკუთრებით უნდა გააკონტროლოთ თქვენი ემოციური მდგომარეობა და შეინარჩუნოთ სიმშვიდე იმის მიმართ, რაც ხდება.
სასწორი
დღეს ბევრ მნიშვნელოვან რამეს აღმოაჩენთ. მუშაობისას ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. კარგია საღამოს მშვიდ ოჯახურ გარემოში გატარება, ნათესავებთან საუბარი.
მორიელი
პროფესიულ სფეროში ყველაფერი კარგად მიდის. მოახერხებთ რთული საკითხების გადაჭრას და ბიზნესში პრობლემების დაძლევას. უმჯობესია, საყვარელი ადამიანების კრიტიკისგან თავი შეიკავოთ.
მშვილდოსანი
გელით დაუგეგმავი შეხვედრები და სასიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის საყვარელი ადამიანისგან. მარტოხელა მშვილდოსნებს სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ.
თხის რქა
შემოქმედებითი მიდგომა ან ფანტაზია გამოიყენებით, რათა სწრაფად და ეფექტურად მოაგვაროთ დაგროვილი საქმეები. თუ საიდუმლო ან კონფიდენციალურ ინფორმაციას გაიგებთ, არ გაუზიაროთ ის სხვებს.
მერწყული
დილით იღბლიანი დამთხვევები და სასიამოვნო მოვლენები გელით. პრობლემების გადაჭრა მარტოს მოგიწევთ. არ ინერვიულოთ წვრილმანებზე, აკონტროლეთ ხარჯები.
თევზები
ენერგიით სავსე და ოპტიმისტური ხართ, გადადებული საქმეებისა და საკითხების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. განსაკუთრებით წარმატებული იქნება დღეს მანდილოსნებთან თანამშრომლობა, ისინი ყველაფერში დაგეხმარებიან.