კურო
დასვენების დღის მიუხედავად შეიძლება დღეს შემოგთავაზონ ახალი სამსახური. ეცადეთ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
ტყუპი
დასვენება და ბუნებაში ხეტიალი გსურთ, მაგრამ სამსახურის საქმეები თქვენს ნებაზე დიდხანს ყოფნის უფლებას არ მოგცემთ.
კირჩხიბი
მოერიდეთ ფულის ხარჯვას, დაპირისპირებას და ურთიერთობის გაწყვეტას გარშემო მყოფებთან. აღადგინეთ გაწყვეტილი, მივიწყებული კავშირები.
ლომი
ოჯახური საკითხები მეუღლესთან შეთანხმებულად მოაგვარეთ. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან ურთიერთობას.
ქალწული
თქვენი ჰობი შეიძლება შემოსავლის წყაროც გაგიხდეთ. ამიტომ, მეტი მონდომებით იმოქმედეთ და ნურც საკუთარი თავის რეკლამირებაზე იტყვით უარს.
სასწორი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრება გმართებთ, მაგრამ მუდმივი მერყეობით გარშემო მყოფებს ნუ დაღლით.
მორიელი
ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით საყვარელ ადამიანთან ერთად დღე ქალაქგარეთ გაატარეთ, თუ საქმეების გამო ამას ვერ მოახერხებთ, რომანტიკული საღამო მაინც მოუწყვეთ.
მშვილდოსანი
კარგი დღეა პირად ცხოვრებაში კარდინალური და პოზიტიური ცვლილებებისთვის. ზოგიურთი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეძლებს.
თხის რქა
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. კი ნუ გააკრიტიკებთ, ასწავლეთ და დაუმეგობრდით მათ.
მერწყული
დღეს კარგია ბავშვებთან ერთად მხიარულება, ქალაქგარეთ გასეირნება. პატარ-პატარა თავგადასავლები მხიარულ განწყობაზე დაგაყენებთ.
თევზები
დღეს შეიძლება საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ. ნუ ეცდებით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარჩევას, კამათს მასთან. ეს თქვენვე დაგაზარალებთ.