კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:59-ზე, მთვარე სასწორშია
თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდე ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
ვერძი
გაატარეთ დღე აქტიურად, მეტი იმოძრავეთ, შეხვდით, დაუკავშირდით, შეიძინეთ ახალი ნაცნობები. ერთ-ერთი მეგობარი შემოგთავაზებთ მომგებიან თანამშრომლობას ან მოგცემთ საინტერესო იდეას. ოპტიმისტური დამოკიდებულება დაგეხმარებათ გაატაროთ მხიარული და სასიამოვნო დღე.
კურო
ვარსკვლავები გირჩევენ, დაუყოვნებლივ მოაგვაროთ აღმოცენებული სირთულეები. ასევე, არ უნდა დადოთ დაპირებები: ბევრი მათგანის შესრულება ადვილი არ იქნება. პირად ურთიერთობებში იყავით უფრო ნაზი, ნუ გააკრიტიკებთ პარტნიორს. შეგიძლიათ დაიწყოთ რაღაც ახალი, განიხილოთ იდეები, რომლებიც დიდი ხანია გიზიდავთ.
ტყუპი
არ შეგეშინდეთ იყოთ პროაქტიული და გამოიჩინეთ გამბედაობა რთული საკითხების გადაჭრაში. დღეს ემოციური ფონი ოდნავ მომატებულია, ამიტომ გჭირდებათ გამონათქვამების კონტროლი. თავი აარიდეთ სიმკაცრეს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში.
კირჩხიბი
წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. გააკეთეთ ის, რაც ადრე იყო გადადებული. გამოიყენეთ ყველა შანსი, რომ მიაღწიეთ შედეგებს. შესაძლებელია დაუგეგმავი შემოსავლის მიღება. დაუთმეთ დრო თქვენს ჰობის და გაატარეთ სასიამოვნო საღამო.
ლომი
არ მოახდინო ზეწოლა სხვებზე, ნუ მოახვევთ მათ თქვენს აზრებს. მეტს მიაღწევთ, თუ ტკბილი და მომხიბვლელები იქნებით და დაიწყებთ კომპლიმენტებისა და სასიამოვნო სიტყვების თქმას. გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანთან, მოუწყვეთ პაემანი, მოამზადეთ რაიმე განსაკუთრებული.
ქალწული
დღეს უნდა დაიკავოთ დამკვირვებლის პოზიცია და არ ჩაერიოთ იმაში, რაც ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ გააუარესებთ სიტუაციას და დაუშვებთ სერიოზულ შეცდომას. 19 მაისს მეტი გახსნილობა და ემოციების გამოხატვა გჭირდებათ. ესაუბრეთ საყვარელ ადამიანებს პირად საკითხებზე.
სასწორი
დღე მდიდარია მრავალმხრივი ტენდენციებით, როდესაც რთულია ერთ რამეზე ფოკუსირება. თქვენი განწყობა სწრაფად შეიცვლება, ამიტომ არ უნდა დაიწყოთ მნიშვნელოვანი საქმეები. რაღაც პრობლემა მუდმივად მოითხოვთ თქვენს მონაწილეობას. არ გასცეთ პასუხი, სანამ მეტი ინფორმაცია არ გექნებათ.
მორიელი
გაატარეთ დღე მშვიდად. დღეისთვის აირჩიეთ თქვენთვის ნაცნობი მარტივი, სასიამოვნო სამუშაო. უმჯობესია უარი თქვათ მოსაწვევებზე და დარჩეთ სახლში. შეინახეთ თქვენი აზრი თქვენთვის, რადგან ხვალ სიტუაცია შეიცვლება.
მშვილდოსანი
სტრესმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს კეთილდღეობაზე. ჯობია გააკეთოთ ის, რაც მოგწონთ და გსიამოვნებთ. უფრო ხშირად დაისვენეთ, გადაიტანეთ ყურადღება სასიამოვნო. არ უნდა ჩაერიოთ სხვის საქმეებში, თუ ამას არ გთხოვდნენ; ჯობია გვერდიდან უყურო.
თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, მნიშვნელოვანი საუბრები ან სამუშაო საკითხების განხილვა ხვალისთვის გადადოთ. დღეს შესაძლოა არასწორი გადაწყვეტილება მიიღოთ ან შეცდომა დაუშვათ. გაატარეთ დრო მეგობრებთან ერთად. შესაძლოა, ახლობელმა მოგაწოდოთ საინტერესო იდეა, ამიტომ უნდა მოუსმინოთ მათ.
მერწყული
კარგი განწყობა საშუალებას მოგცემთ გაატაროთ დღე აქტიურად და ხალისიანად. შესაძლოა, ვინმე განსაკუთრებულს შეხვდებით და რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ. მიიღეთ მოსაწვევები, დათანხმდით მონაწილეობა მიიღოთ საინტერესო ღონისძიებებში. ბედი სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ.
თევზები
ნეგატიური ფიქრები მოიცილეთ. არაფერი არ ინანოთ, რადგან წინ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი გელით. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, არ გააკრიტიკოთ თქვენი საყვარელი ადამიანები, რათა არ გააფუჭოთ მათთან ურთიერთობა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ჯერ არ დადგა დრო თქვენი გეგმების ან იდეების რეალიზებისთვის.