კურო
ერთდროულად რამდენიმე კურდღელს ნუ გაეკიდებით. აირჩიეთ ერთი საქმე და იბრძოლეთ გამარჯვებისთვის.
ტყუპი
მოერიდეთ ფულის ხარჯვას. აგრეთვე, ვალის გაცემას. შეფერხდება ზოგიერთი იდეის, პროექტის განხორციელება.
კირჩხიბი
უპასუხისმგებლო პარტნიორების ან ინფორმაციის არქონის გამო ზოგიერთი პროექტის განხორციელებას ვერ შეძლებთ. გაუთვალისწინებელი ხარჯიც გელით.
ლომი
სხვა დღისთვის გადადეთ იურიდიული და სოციალური საკითხების მოგვარება. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან.
ქალწული
კარგი დღეა კონსულტაციებისა და საინტერესო ადამიანებთან საუბრისთვის. მეტი დრო დაუთმეთ შვილებთან ურთიერთობას, მათ განათლებას. აგრეთვე კარგი დღეა ცოდნის ახალგაზრდა თაობისთვის გადასაცემად.
სასწორი
ზედმეტი ემოციების გამო ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას პარტნიორებთან. მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებას.
მორიელი
შეიძლება საქმიანობის შეცვლამ მოგიწიოთ და თავი სამედიცინო, სამეცნიერო სფეროში მოსინჯოთ. აგრეთვე გაგიტაცოთ სოფლის მეურნეობამ ან ბუღალტერიამ.
მშვილდოსანი
მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ და სასურველი ნივთების შეძენას შეძლებთ. ზოგიერთს სურვილების ასრულება ელის.
თხის რქა
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. შეცდომების თავიდან აცილების მიზნით გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია, კოლეგების მიერ შესრულებული საქმე.
მერწყული
მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ხერხემალს. სვით მეტი წყალი.
თევზები
მოაგვარეთ ცხოვრებისეული და ფინანსური პრობლემები. კარგი დღეა სასიყვარულო შეხვედრებისთვის. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.