ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე, მთვარე ლომშია
ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. მოერიდეთ ოპერაციებსა გულსა და ზურგზე. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ და დიდხანს ისეირნეთ.
ვერძი: თქვენი კი არა, საქმიანი პარტნიორების ინტერესების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოთ. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ.
კურო: დეტალურად დაგეგმეთ დღევანდელი დღე, რათა მოულოდნელობების გამო საქმეები არ შეგიფერხდეთ. ყურადღება გმართებთ მგზავრობისას. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
ტყუპი: საინტერესო შეხვედრის დღეა, დღეს მიღებულმა ინფორმაციამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი შეხედულებები. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან წვრილმანების გამო კამათს.
კირჩხიბი: დროულად შეასრულეთ საქმეები, ვალდებულებები. კრიტიკა მხოლოდ თქვენთვის პატივსაცემი ადამიანებისგან მიიღეთ. საყვარელ ადამიანის გვერდით თავს ბედნიერად იგრძნობთ.
ლომი: შეხვედრების და მოლაპარაკებების დღეა. იყავით მომართული საკუთარი საქმეების გაუმჯობესებაზე. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა, თუ საკუთარ თავში, ძალსა და შესაძლებლობაში დარწმუნებული ხართ.
ქალწული: საუკეთესო დროა სწავლისთვის, ფულის საკუთარ ცოდნაში დასაბანდებლად. რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ ინტერნეტით, ადამიანი შეიძლება ან უცხოელი იყოს, ან უცხოეთში იმყოფებოდეს.
სასწორი: მოგინდებათ ყურადღების ცენტრში ყოფნა, კონკურსებში თავის საუკეთესოდ გამოვლენა. ამასთან, არ გირჩევთ ზედმეტ გადაღლას. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნო ემოციებით აგავსეთ.
მორიელი: საქმიანი შეხვედრა მშვიდად და დაკვირვებულად წარმართეთ. კარგი იქნება ახალი პროგრამის შესწავლა ან თქვენთვის საინტერესო ონლაინკურსებზე ჩაწერა. საყვარელი მუსიკის მოსმენა განწყობას გაგიუმჯობესებთ.
მშვილდოსანი: იყავით მიზანმიმართული და დაკვირვებული. გამოავლინეთ პროფესიონალიზმი, მობილიზებულობა, თუ დაწინაურება გსურთ. საუკეთესო დღეა საქმიან პარტნიორებთან მიმდინარე საკითხების განსახილველად.
თხის რქა: საინტერესო ადამიანებს გაოცნობთ, ვისთან ერთადაც მომავალში კარგ პროექტებს განახორციელებთ. იყავით დაკვირვებული მიმოწერისას, საქმიანი დოკუმენტების გაფორმებისას.
მერწყული: თუ გვერდით ერთგული და გამოცდილი ადამიანები გეყოლებათ, ასეთი ჯგუფით შეუძლებელს შეძლებთ. იყავით მომართული ძველი საქმეების დასრულებაზე, შედეგის მიღებაზე, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
თევზები: საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას გამოავლინეთ მეტი დიპლომატიურობა. რთული საკითხების მოგვარებისას ნუ მოგერიდებათ, რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ.