კურო
საკუთარი თავი და შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან. სხვა დღისთვის გადადეთ სამემკვიდრეო საკითხების მოგვარება.
ტყუპი
კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილების ფიზიკურ და ესთეტიკურ განვითარებას. თავად მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, სპორტულ აქტივობებს.
კირჩხიბი
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას მშობლებთან, ოჯახის წევრებთან. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
ლომი
საქმიანი შეხვედრების, მიმოსვლების, აქტუალური თემების განხილვის დღეა. მშვიდად შეხვდით სიახლეებს. დეტალურად განიხილეთ საკითხები, რომლებიც თქვენს ნათესავებს აინტერესებთ.
ქალწული
კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის. მოერიდეთ ფულის ხარჯვას. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან.
სასწორი
სხვა დღეებთან შედარებით აქტიური ხართ. მოიკრიბეთ ძალები, რათა დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე. საღამოს ნათესავებთან ერთად განიხილეთ წვეულების დეტალები.
მორიელი
დღეს გარშემო მყოფებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა მოგინდებათ. იყავით ღიმილიანი, კეთილგანწყობილი. ზომიერება გმართებთ კვებასა და ფულის ხარჯვაში.
მშვილდოსანი
საქმიანი პარტნიორებისა და მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. ისინი რთულ სიტუაციაში არ მიგატოვებენ. მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას.
თხის რქა
გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. თებერვალში დაბადებულებს ახალი იდეების განხორციელება მოგინდებათ. გაგიტაცებთ: მოდა, შემოქმედება, ლიტერატურა.
თევზები
გარშემო მყოფებთან უსიამოვნებები დილომატიურად მოაგვარეთ, მოერიდეთ კანონის დარღვევას. გაიუმჯობესეთ სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობა. საღამო თანამოაზრეებთან ერთად გაატარეთ.