კურო
გაერკვიეთ, რისი გაკეთება გსურთ და იმოქმედეთ. განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩვიან აპრილში დაბადებული კუროები. მათთვის ფიზიკური დატვირთვა ყველაზე სასარგებლო იქნება.
ტყუპი
დილას თქვენი სურვილის მიხედვით გაატარებთ, მაგრამ უკვე შუადღიდან საოჯახო საქმეების შესრულება (საყიდლები, ძაღლის გასეირნება, ვახშმის მომზადება) მოგიწევთ. დღეს გამოცდით ვინაა თქვენთვის ნამდვილი მეგობარი.
კირჩხიბი
დღეს რეალური ოცნებების განხორციელებას დაუთმეთ. ზღაპრული სურვილები ბევრ დროს წაგართმევთ და შედეგსაც ვერ მოგიტანთ. ამასთანავე, თქვენი დახმარება შეიძლება თქვენს მეგობრებს, ნათესავებს, გარშემო მყოფებს დასჭირდეთ.
ლომი
ცვლილებების დღე გელით. უმჯობესია, დილა სუფთა ჰაერზე ვარჯიშით დაიწყოთ. წვეულებაზეც კი საქმეებზე ფიქრობთ და შეიძლება სწორედ იქ შეხვდეთ მომავალ პარტნიორებს. გამორიცხული არაა, დასვენების დღეს მუშაობას დაუთმოთ.
ქალწული
დღე წვრილი საქმეებით დაიწყეთ და ნელ–ნელა გადადით მსხვილზე. კარგი დღეა ოჯახური წვეულების მოსაწყობად, სადაც სტუმრებს გემრიელი კერძებით გაუმასპინძლდებით და საკუთარ წარმატებებზეც მოუყვებით.
სასწორი
რაც უფრო გონივრულად განკარგავთ საოჯახო ქონებას მით უკეთესია თქვენთვის. დღეს ყველაფრის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება შეინარჩუნეთ.
მორიელი
კარგი დღეა საოჯახო საქმეებისთვის, ტრადიციების აღსადგენად. რაიმეს დასამკვიდრებლად. დღეს ყველა საქმე პარტნიორთან ერთად გააკეთეთ, რაც ხელს შეუწყობს თქვენი კავშირის კიდევ უფრო გამყარებს.
მშვილდოსანი
კარგი დღეა ვარჯიშისთვის, ცურვისთვის. უმჯობესია, მთელი დღე საკუთარ თავს დაუთმოთ, დაისვენოთ.
თხის რქა
დღის პირველი ნახევარი მასაჟს, ფეხით სეირნობას, მსუბუქ სპორტულ ვარჯიშებს დაუთმეთ. საღამო ოჯახურ ვახშამსა და რომანტიკულ პაემანს.
მერწყული
დღეს ყველაზე კომფორტულად თავს სახლში იგრძნობთ. მაგრამ იქაც არ მოგასვენებენ უსაქმოდ და ათასი საქმის შესრულებას დაგავალებენ.
თევზები
კარგი დღეა საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად. თუ რემონტის გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი, შეიძინეთ სარემონტო მასალები. კარგი დღეა საყვარელ ადამიანთან ერთად განსამარტოებლად.