19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, უცხოელ პარტნიორებთან და კოლეგებთან. კარგი დღეა მობილურის შესაძენად.

ტყუპი

თუ პარტნიორების კეთილსინდისიერებაში დარწმუნებული არ ხართ, მათთან ერთად ახალი საქმეები არ წამოიწყოთ.

კირჩხიბი

მხოლოდ დადებითსა და სასიამოვნოზე იფიქრეთ. ახლობლის გულისტკენის გამო დეპრესიაში ნუ ჩავარდებით. ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

ლომი

მეტად აქტიური და მიზანსწრაფული უნდა იყოთ. თქვენი ერუდიციითა და კეთილშობილებით საზოგადოებაზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ.

ქალწული

დადებითად თუ განეწყობით ყველაფერს მოაგვარებთ. ეცადეთ, გვერდით გამოცდილი და ერთგული ადამიანები დაიყენოთ.

სასწორი

დღეს სწრაფად და დაკვირვებულად უნდა იმოქმედოთ. ზოგიერთები გარისკავენ და გაუმართლებთ.

მორიელი

ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას (განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში) კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან. გქონდეთ უკეთესი მომავლის იმედი.

მშვილდოსანი

საქმეებში წარმატებას მხოლოდ ახლობლების ხელშეწყობით მიაღწევთ. მათივე დახმარებით მოაგვარებთ დაგროვილ პრობლემებსაც.

თხის რქა

მეტად იაქტიურეთ. წარმატებული დღე გელით, მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

მერწყული

მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. კარგი დღეა მკურნალობის დასაწყებად. გამოკვლევის ჩასატარებლად.

თევზები

ნუ გაიხსენებთ წარსულს, განსაკუთრებით ისეთ მომენტებს, სადაც გულისტკივილი გქონდათ. განეწყვეთ ოპტიმისტურად.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით